კავკასიური არჩვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური არჩვი

კავკასიური არჩვების ჯოგი აიბღის ქედზე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  არჩვი
სახეობა:  არჩვი
ქვესახეობა:  კავკასიური არჩვი
ლათინური სახელი
Rupicapra rupicapra caucasica (Lydekker, 1910)

კავკასიური არჩვი (ლათ. Rupicapra rupicapra caucasica) — ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. არჩვის ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ბინადრობს ზღვის დონიდან 800–3000 მეტრის ფარგლებში სუბალპურ და ალპურ ზონაში, იშვიათად ჩამოდის ტყის ქვედა სარტყელშიც. ადამიანისა და ბუნებრივი მტრების გავლენით მისი რაოდენობა თანდათან მცირდება, 1997 წლისათვის 5000 სულს არ აღემატებოდა, შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]