მიხეილ სომოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ სომოვი
მიხეილ სომოვი.jpg
დაბ. თარიღი 25 მარტი (7 აპრილი) 1908
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი 1973
ლენინგრადი, სსრკ
ეროვნება რუსი
ალმა-მატერი მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა ოკეანოლოგია

მიხეილ სომოვი (რუს. Сомов, Михаил Михайлович; დ. 7 აპრილი [ძვ. სტ. 25 მარტი] 1908, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 დეკემბერი, 1973, ლენინგრადი, სსრკ) — რუსი ოკეანოლოგი, პოლარეთის მკვლევარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954). საბჭოთა კავშირის გმირი (1951), საპატიო პოლარელი (1945). სკკპ წევრი 1952 წლიდან.

1937 წელს დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი. არქტიკული და ანტარქტიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1950–1951 წლებში ხელმძღვანელობდა მოდრეიფე სადგურს „ჩრდილოეთი პოლუსი-2“, ხოლო 1955-1957 წლებში — პირველ საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციას. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა პოლარული ზღვების ყინულოვანი რეჟიმების საკითხებსა და არქტიკული ნავიგაციების უზრუნველყოფის საქმეს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაჯილდოებული იყო ლენინის 3 ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. მისი სახელობისაა მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, უოლთატის მასივზე, აგრეთვე განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში და სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი.

სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი 1946–1968 წლებში ცხოვრობდა სახლის ფასადზე არის სომოვის მემორიალური დაფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]