ბალენის კუნძულები
|
ბალენის კუნძულების რუკა | |
| გეოგრაფია | |
|---|---|
| 66°55′ ს. გ. 163°45′ დ. გ. / 66.917° ს. გ. 163.750° დ. გ. | |
| მდებარეობა | ანტარქტიდა |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| კუნძულთა რაოდენობა | 3 დიდი და ბევრი მომცრო კუნძული |
| მთავარი კუნძული | სტერჟის კუნძული |
| ფართობი | 791,9 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 1524 მ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 0 |
ბალენის კუნძულები (ინგლ. Balleny Islands) — სამი დიდი და რამდენიმე პატარა დაუსახლებელი ვულკანური წარმოშობის კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგი სამხრეთის ოკეანეში (სომოვის ზღვა), ახალი ზელანდიიდან სამხრეთით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგში შედის სამი დიდი კუნძული — იანგი, ბაკლი და სტერჟი, ასევე ბევრი მომცრო კუნძულები და კლდეები.
| კუნძული/კლდე | ფართობი, კმ² | უმაღლესი წერტილი, მეტრი |
|---|---|---|
| იანგის ჯგუფი | ||
| იანგის კუნძული | 225,4 | Freeman Peak 1340 |
| ბორადეილი | 3,5 | 381 |
| როუ | 1,7 | 183 |
| Beale Pinnacle | 0,0 | 61 |
| Pillar | 0,0 | 51 |
| Seal Rocks | 0,0 | 15 |
| ბაკლის ჯგუფი | ||
| ბაკლი | 123,6 | 1238 |
| Sabrina Island | 0,2 | 90 |
| The Monolith | 0,1 | 79 |
| Eliza Cone | 0,0 | 67 |
| Scott Cone | 0,0 | 31 |
| Chinstrap Islet | 0,0 | |
| სტერჟის ჯგუფი | ||
| სტერჟის კუნძული | 437,4 | Brown Peak 1524 |
| სულ | 791,9 | 1524 |

კუნძულების სიმაღლე აღწევს ზღვის დონიდან 1524 მეტრს, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია მყინვარებით. სიგრძეში არქიპელაგი გაჭიმულია დაახლოებით 160 კმ-ზე.
კუნძულებზე არსებობს ადელის პინგვინის და ანტარქტიდული პინგვინის დიდი კოლონიები.
კუნძულები შედის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედების ზონაში, მაგრამ, ახალ ზელანდიას კუნძულები შეჰყავს საკუთარი ანტარქტიკის ტერიტორიების შემადგენლობაში (როსის ტერიტორია).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულები 1839 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ ბალენმა და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა.