სლავონიის ბაროკოს სასახლეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაროკოს სასახლეები (ხორ. Barokni dvorci) — მდიდარი დიდგვაროვანი ოჯახების სასახლეების სერია, აშენებული XVII-XIX საუკუნეებში ბაროკოს სტილში, მდებარეობს სლავონიაში.

სასახლეების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინც ევგენი სავოისკის სანადირო სასახლე ბილეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქებზე გამარჯვების შემდეგ ევგენი სავოიკმა ააგო ბაროკოს სასახლე ბილეში, რომელიც არის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითი და უძველესი სასახლე სლავონიაში, გარშემორტყმული ხელოვნური თხრილით. იგი აშენდა 1707-1712 წლებში და დააპროექტა ავსტრიელმა არქიტექტორმა იოჰან ლუკას ფონ ჰილდებრანდტმა, რომელიც იმავე პრინცისთვის, მუშაობდა ვენის ბელვედერის ციხეზე.

სასახლის ბოლო რეკონსტრუქცია ჩატარდა 1974 წელს და დღეს მასში განთავსებულია ბუნებრივი პარკის „კოპაჩკი რიტის“ ადმინისტრაცია.

ელცის სასახლე ვუკოვარში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელცის გრაფები, რომლებიც გერმანელ თავადაზნაურობას ეკუთვნოდნენ, მამულების მფლობელები 1736 წლიდან გახდნენ. ძველი მამულის ადგილზე სასახლის მშენებლობა გრაფმა ანცელმო კაზიმირ ელცმა დაიწყო.

თავდაპირველი სახით, სასახლე აშენდა 1749-1751 წლებში. არქიტექტურა შეიცავს, როგორც ბაროკოს, ისე ადრეული კლასიციზმის სტილის ელემენტებს. 1781 წელს განხორციელდა სასახლის პირველი გაფართოებითი სამუშაობი და მან საბოლოო სახე მიიღო XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ფასადები ნეო-ბაროკოს სტილში (დათარიღებული გვიანი ისტორიციზმის ეპოქით) დააპროექტა ვენელმა არქიტექტორმა ვიქტორ სიდეკმა. სასახლის ცენტრალურ ნაწილს რეზალიტი ამშვენებდა, რაც შენობის ადრეულ მარტივ ფორმას უფრო საზეიმო იერს ანიჭებდა. სასახლის ბოლო რეკონსტრუქცია მოხდა 1968-1970 წლებში, როდესაც იგი აღადგინეს ქალაქ ვუკოვარის მუზეუმის საჭიროებებისთვის, რომელმაც 1991 წლამდე იარსება.

სასახლე L-ის ფორმისაა და შედგება ორი მართკუთხა ნაგებობისგან. სასახლის ცენტრალური ნაწილი ორსართულიანია, ხოლო დანარჩენი ნაწილები — ერთსართულიანი.

ტურკოვიჩის სასახლე კუტიევოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1232 წელს ცისტერციელებმა სასახლის ამჟამინდელ ადგილზე, დააარსეს მონასტერი. ამ მიწებიდან თურქების განდევნის შემდეგ, მეფე|ლეოპოლდ I-მა 1700 წელს ქონება გადასცა იეზუიტებს, რომლებმაც 1721-1735 წლებში იქ ააშენა ეკლესია, სასახლე და მრავალი სამეურნეო შენობა.

თავად სასახლე სამსართულიანია და შედგება სამი შენობისგან. ის U-ის ფორმისაა. სასახლის შესასვლელი მდებარეობს სამხრეის მხარეს. XIX საუკუნის ბოლოს, მთავარი შესასვლელის წინ იყო პატარა პარკი, რომელმაც არსებობა 1918 წელს შეწყვიტა. დღეს სასახლეში განთავსებულია ბიბლიოთეკა და არქეოლოგიური მუზეუმი.

პრანდაუ-ნორმანის სასახლე ვალპოვოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე ვალპოვოში აშენდა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, შუა საუკუნეების ციხესიმაგრის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დასრულების გზით, საიდანაც შემორჩენილია გალავნისა და საძირკვლის ნაწილები, მრგვალი თავდაცვითი კოშკი და გვიან გოთური სტილის სამლოცველოს კედლები, რომელიც აგებულია XV საუკუნის დასაწყისში.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრანდაუს ბარონებმა, მამულის ახალმა მფლობელებმა, გაამაგრეს ციხის დაზიანებული ნაწილები და მის სამხრეთ მხარეს ააშენეს მონუმენტური ბაროკოს სასახლე. ამ სასახლის გამორჩეული ნაწილია შენობის ცენტრში მდებარე მაღალი კოშკი. 1801 წელს სასახლე ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად, რის შემდეგაც იგი აღადგინეს, მაგრამ უკვე ადრეული კლასიციზმის ელემენტებით.

დღეს სასახლის კომპლექსი შედგება შუა საუკუნეების კოშკისგან, შუა საუკუნეების გალავანებზე დაყრდნობილი ორი ბაროკოს შენობისგან, სამლოცველოს, ეზოს და საზეიმო სასახლისგან, ადრეული კლასიციზმის სტილში. მისგან სამხრეთით იშლება ლანდშაფტური პარკი.

ესტერჰაზის სასახლე დარდეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1749 წელს დედოფალმა მარია ტერეზამ ქონება ესტერჰაზის ოჯახს გადასცა. ოჯახი მას ერთი საუკუნის განმავლობაში ფლობდა, ხოლო 1842 წელს შაუმბურგ-ლიპეს ოჯახს მიჰყიდეს.

სასახლის არქიტექტურას აქვს როგორც ბაროკოს, ისე კლასიციზმის მახასიათებლები. Esterhazy Palace არის ერთსართულიანი შენობა, რომლის ფართობია 1700 კვადრატული მეტრი. მთავარი ფასადის ცენტრში, სამ არკადებზე, შუშუიანი ხის სარკმელი, რომელიც მთავრდება კლასიკური სამკუთხა ფრონტონით.

შაუმბურგ-ლიპეს სასახლე ვიროვიცეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც მარია ტერეზა ხელისუფლებაში მოვიდა, ვიროვიცის მამული ფეოდალის მარკ პეიაჩევიჩის მფლობელობაში აღმოჩნდა. XVIII საუკუნის ბოლოს, მისმა მემკვიდრემ, ანტუნ პეიაჩევიჩმა, დაანგრია ძველი, შუა საუკუნეების სასახლე და დაიწყო ახალი სასახლის მშენებლობა ბაროკოს სტილში. სასახლის მშენებლობა დასრულდა 1804 წელს.

1841 წელს მამული მიჰყიდეს შაუმბურგ-ლიპეს სამთავროს ოჯახს, რომელმაც აღადგინა პეიაჩევიჩის სასახლე და დაამატა კლასიციზმის ელემენტები მის არქიტექტურას.

პეიაჩევიჩის სასახლე ნაშიცეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1734 წელს ნაშიცეში ქონება გრაფებმა პეიაჩევიჩმა იყიდეს და მათ მფლობელობაში 1945 წლამდე დარჩა. პეიაჩევიჩის სასახლე აშენდა 1811-1812 წლებში, ხოლო 1865 წლის იანვარში მოხდა მისი რეკონსტრუქცია, როცა გვერდებზე ააგეს გუმბათოვანი კოშკები, ხოლო სასახლის ცენტრალურ ნაწილში სახურავი მანსარდად იქცა. ამრიგად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოკრძალებული სასახლე გადაიქცა არქიტექტურულ მდიდარ ნაგებობად. სასახლე მდებარეობს ფართო გამწვანებული პარკის ცენტრში.

ჰილეპრენდ ფონ პრანდაუს სასახლე დონჯი მიჰოლაცში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე დონჯი მიჰოლაცში თავდაპირველი სახით აშენდა 1818 წელს ბარონ ჰილეფრანდ ფონ პრანდაუს ქვრივის მიერ. 1885 წელს მამული გადავიდა მაილატის გრაფების მფლობელობაში. 1903 წელს, იმპერატორ ფრანც ჯოზეფ I-ის დონჯი მიჰოლიაკში ვიზიტის შემდეგ, დაიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. მაილატის გრაფთა სასახლე აშენდა ინგლისურ სტილში. სასახლის არქიტექტურაში გამორჩეულია მრგვალი კოშკები წვეტიანი გუმბათებით, ფანჯრები მანსარდებით და ფართო ტერასები. 1930 წელს სასახლე შლეზინგერების ოჯახს მიჰყიდეს, რომელიც იყო მათ მფლობელობაში 1941 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marković, Vladimir. O baroknim dvorcima u Hrvatskoj (dvije skice), Radovi Instituta za povijest umjetnosti, 11/1987., str. 143–157
  • Obad Šćitaroci, Mladen. Dvorci i perivoji u Slavoniji, Zagreb, 1998., ISBN 953-97121-0-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]