სიმფსონები (სეზონი 4)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიმფსონები (სეზონი 4)
The Simpsons - The Complete 4th Season.jpg
სეზონის DVD გამოცემა
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 22
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
პირველად ეთერში 24 სექტემბერი 1992 – 13 მაისი 1993
სახლის ვიდეოს გამოცემა
DVD
რეგიონი 1 15 ივნისი 2004
რეგიონი 2 2 აგვისტო 2004
რეგიონი 4 25 აგვისტო 2004
რეგიონი 5 25 მარტი 2010
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 3
შემდეგი →
სეზონი 5
სიმფსონების ეპიზოდების სია

ამერიკული ანიმაციური ტელესერიალსიმფსონების“ მეოთხე სეზონი ეთერში გადიოდა 1992 წლის 24 სექტემბრიდან 1993 წლის 13 მაისამდე. იგი სულ შედგება 22 ეპიზოდისგან და იწყება ეპიზოდით Kamp Krusty. სეზონის პროდიუსერები არიან ელ ჯინი და მაიკ რაისი

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
601„Kamp Krusty“მარკ კირკლენდიდევიდ მ. სტერნისექტემბერი 24, 1992 (1992-09-24)8F24
ბარტი და ლიზა მიემგზავრებიან ჯამბაზ კრასტის საზაფხულო ბანაკში.
612„A Streetcar Named Marge“რიჩ მურიჯეფ მარტინიოქტომბერი 1, 1992 (1992-10-01)8F18

მარჯი მონაწილეობს სპექტაკლის „ტრამვაი სახელად სურვილი“ ადგილობრივ დადგმაში, სადაც მას ბლან დიუბუას როლს აძლევენ.


მოწვეული ვარსკვლავი: ჯონ ლოვიცი და ფილ ჰარტმენი[1]
623„Homer the Heretic“ჯიმ რირდონიჯორჯ მაიერიოქტომბერი 8, 1992 (1992-10-08)9F01
ჰომერი აცდენს საკვირაო მესას და საერთოდ აღარ აინტერესებს რწმენა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხანძარს გადაურჩება, ეკლესიას უბრუნდება. [2]
634„Lisa the Beauty Queen“მარკ კირკლენდიჯეფ მარტინიოქტომბერი 15, 1992 (1992-10-15)9F02
ლიზა პატარა მისს სპრინგფილდის მეორე ადგილის მფლობელი ხდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავარი გამარჯვებული, ემბერ დემპსი, ელექტროქსელით დარტყმის შემდეგ გამოეთიშება კონკურსს, ლიზა მის ადგილს იკავებს. თუმცა, აღმოაჩენს რა, რომ ხელისუფლება მის სახელს ექსპლუატაციას უწევს, ქალაქში აურზაურს აწყობს.
მოწვეული ვარსკვლავი: ბობ ჰოუპი.[3]
645„Treehouse of Horror III“კარლოს ბაესაელ ჯინი და მაიკ რაისი
ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი
სემ საიმონი
ჯონ ვიტი
ოქტომბერი 29, 1992 (1992-10-29)9F04
Treehouse of Horror-ის სერიის მესამე ფილმში სიმფსონები და მათი ოჯახის წევრები აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს და ერთმანეთს საზარელ ისტორიებს უამბობენ. [4]
656„Itchy & Scratchy: The Movie“რიჩ მურიჯონ სუორცუელდერინოემბერი 3, 1992 (1992-11-03)9F03

ბარტის საქციელის გამო მშობლები სასოწარკვეთამდე არიან მისულები. იგი შემთხვევით ტეხავს ბაბუის კბილის პროტეზს, რის გამოც ჰომერი მას დასაძინებლად ვახშმის გარეშე უშვებს. მამის მოთმინება იწურება, როდესაც ბარტი, რომელსაც მეგისთვის უნდა მიეხედა, ივიწყებს დას და უკანასკნელი, მშობლების მანქანაზე დამჯდარი, ქალაქის ციხის კედელს ეჯახება. ამის გამო ჰომერი ბარტს უკრძალავს ღიტინას და ფხანია-ს ფილმის ნახვას, რომელიც ამ დროს სპრინგფილდში გადის. სასჯელის სისასტიკე ბარტს დეპრესიამდე მიიყვანს, მაგრამ ჰომერი თვლის, რომ ეს შვილს სამომავლოდ გამოადგება.

[5]
ამ ეპიზოდში პირველად ჩნდება ბაზ-კაცი.[6]
667„Marge Gets a Job“ჯეფ ლინჩიბილ ოუკლი და ჯოშ უაინსტაინინოემბერი 5, 1992 (1992-11-05)9F05

წყლის გაჟონვის გამო სიმფსონების სახლი იწყებს საძირკველში ჩაწევას. საძირკველის რემონტისთვის თანხის მოსაძიებლად მარჯი იწყებს სპრინგფილდის ატომურ სადგურში მუშაობას. მაგრამ იგი ბერნსს უყვარდება, რომელიც, შეიტყობს რა, რომ მარჯი გათხოვილია, მას სამსახურიდან უშვებს.


მოწვეული ვარსკვლავი: ტომ ჯოუნსი და ფილ ჰარტმენი.[7]
678„New Kid on the Block“უეს არჩერიკონან ო'ბრაიენინოემბერი 12, 1992 (1992-11-12)9F06

უინფილდები, სიმფსონების მეზობლები, საცხოვრებლად სხვა შტატში გადადიან. სახლს ყიდულობენ პაუერსები - რუთი და მისი შვილი ლორა. რამდენიმე დღეში ჰომერი ლორას სთხოვს შვილებთან დარჩენას, რის გამოც ბარტი გახარებულია. ჰომერი ამასობაში უჩივის უფასო კვების რესტორან The Frying Dutchman-ს, რომლიდანაც იგი გამოაგდეს.


მოწვეული ვარსკვლავები: სარა ჯილბერტი და პამელა რიდი.[8]
ზღვის კაპიტანი აქ პირველად ჩნდება. აგრეთვე პირველად ჩნდება რუთ პაუერსი.[9]
689„Mr. Plow“ჯიმ რირდონიჯონ ვიტინოემბერი 19, 1992 (1992-11-19)9F07
ძლიერი თოვლის გამო ჰომერი ამტვრევს სიმფსონების ორივე მანქანას. მათ სანაცვლოდ იგი განვადებით ყიდულობს თოვლის საწმენდ მანქანას და იმედი აქვს, რომ ასე გარკვეულ თანხას იშოვის. მაგრამ მსგავს მანქანას ბარნიც ყიდულობს და მის კონკურენტად იქცევა. თუმცა, როდესაც იგი სპრინგფილდის მთაზე ადის, ზვავის ქვეშ მოხვდება და მას ჰომერი გადაარჩენს.
მოწვეული ვარსკვლავები: ლინდა რონსტადტი, ადამ უესტი[10]
6910„Lisa's First Word“მარკ კირკლენდიჯეფ მარტინიდეკემბერი 3, 1992 (1992-12-03)9F08
მარჯი იხსენებს ლიზას მიერ ნათქვამ პირველი სიტყვის ამბავს.
მოწვეული ვარსკვლავი: ელიზაბეთ ტეილორი.[11]
7011„Homer's Triple Bypass“დევიდ სილვერმანიგერი ეპლი და მაიკლ კერინგტონიდეკემბერი 17, 1992 (1992-12-17)9F09
არასწორი კვების გამო ჰომერს გული აწუხებს. მას შემდეგ, რაც მას ბერნსი არაკომპეტენტურობის გამო კიცხავს, იგი ინფარქტით საავადმყოფოში მოხვდება. ექიმი ჰიბერტი თვლის, რომ აუცილებელია ოპერაციის ჩატარება, რომელიც სიმფსონებს 40.000 დოლარი დაუჯდება. ვინაიდან ასეთი ფული არ აქვთ, ისინი მიმართავენ ექიმ ნიკს, რომელიც იგივე ოპერაციას სულ 130 დოლარად აკეთებს. [12]
7112„Marge vs. the Monorail“რიჩ მურიკონან ო'ბრაიენიიანვარი 14, 1993 (1993-01-14)9F10
ბერნსი იძულებულია, სპრინგფილდს აუნაზღაუროს ქალაქს ზარალი, 3 მილიონი დოლარის სახით, პარკში ტოქსიკური ნივთიერებების დაყრის სანაცვლოდ. სანამ მოქალაქეები ფიქრობენ, თუ როგორ დახარჯონ ფული, ჩნდება საქმოსანი, რომელიც სპრინგფილდში მონორელსიანი გზის გაყვანას სთავაზობს. ჰომერი მემანქანის კურსებზე დადის, ხოლო მარჯი აღმოაჩენს, რომ მონორელსები დამზადებულია უხარისხო მასალებისგან და მგზავრებისთვის საშიშია.
მოწვეული ვარსკვლავები: ფილ ჰარტმენი და ლეონარდ ნიმოი.[13]
7213„Selma's Choice“კარლოს ბაესადევიდ მ. სტერნიიანვარი 21, 1993 (1993-01-21)9F11
მარჯის პაპიდა გლედის ბუვიეს გარდაცვალების ცნობის შემდეგ სიმფსონები, პეტი და სელმა მის დასაფლავებას ესწრებიან. ვიდეო-ანდერძში გლედისი პეტისა და სელმას სთხოვს, მარტოობაში არ მოკვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პეტის ამას ყურადღებას არ აქცევს, სელმა გადაწყვიტავს, რომ სურს, შვილი ჰყავდეს.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[14]
7314„Brother from the Same Planet“ჯეფ ლინჩიჯონ ვიტითებერვალი 4, 1993 (1993-02-04)9F12
საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჰომერს ავიწყდება ბარტის გამოყვანა და ბიჭუნა მიდის სააგენტო დიდ ძმა-ში, სადაც უამბობს, რომ უსახლკაროა. მას უფროს ძმას მიუჩენენ. სანამ ბარტი ახალ მამა ტომთან ცხოვრობს, ჰომერი იმავე სააგენტოში უმცროს ძმას იძენს, ლიზა კი ხდება დამოკიდებული ნდობის ტელეფონზე.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[15]
7415„I Love Lisa“უეს არჩერიფრენკ მალათებერვალი 11, 1993 (1993-02-11)9F13
ვალენტინობაზე ლიზა თანაკლასელ რალფს ბარათს გადასცემს. რალფი იწყებს ლიზაზე ზრუნვას, მაგრამ საბოლოოდ ლიზა მას სკანდალს უწყობს და ტოვებს. თუმცა, ისინი მაინც შერიგდებიან სასკოლო წარმოდგენაზე. [16]
7516„Duffless“ჯიმ რირდონიდევიდ მ. სტერნითებერვალი 18, 1993 (1993-02-18)9F14
Duff-ს ქარხანაში ტურის შემდეგ ჰომერი მთვრალია და მას აპატიმრებენ.
მოწვეული ვარსკვლავები: ფილ ჰარტმენი და მარშა უოლესი.[17]
7617„Last Exit to Springfield“მარკ კირკლენდიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკიმარტი 11, 1993 (1993-03-11)9F15
სტომატოლოგთან ვიზიტისას ლიზას ეუბნებიან, რომ მას ესაჭიროება ფირფიტების ჩადგმა. ჰომერმა იცის, რომ მისტერ ბერნსს სპრინგფილდის ატომურ ელექტროსადგურში აქვს მოქმედი აქცია ჯანსაღი კბილები, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მან იგი უკვე გააუქმა. ჰომერი აჯანყებს თანამშრომლებს. მას პროფკავშირების თავმჯდომარედ ირჩევენ. იგი იწყებს ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ბერნსთან.
მოწვეული ვარსკვლავი: ექიმი ჯოის ბრაზერსი.[18]
7718„So It's Come to This: A Simpsons Clip Show“კარლოს ბაესაჯონ ვიტიაპრილი 1, 1993 (1993-04-01)9F17
პირველ აპრილს ბარტი ეხუმრება ჰომერს და ლუდის ამღვრეულ ქილას აძლევს. მძლავრი აფეთქების შემდეგ ჰომერი საავადმყოფოში აღმოჩნდება. სანამ იგი კომაშია, ოჯახის სხვა წევრები იხსენებენ ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას. [19]
7819„The Front“რიჩ მურიადამ ლაპიდუსიაპრილი 15, 1993 (1993-04-15)9F16
ბარტი და ლიზა იგონებენ ღიტინას და ფხანიას-ს შოუს საკუთარ სცენარებს და მათ შემქმნელებს უგზავნიან, ეიბ სიმფსონის ხელმოწერით. სიუჟეტები იმდენად საინტერესოა, რომ შოუს რეიტინგი მატულობს.
მოწვეული ვარსკვლავი: ბრუკ შილდსი.[20]
7920„Whacking Day“ჯეფ ლინჩიჯონ სუორცუელდერიაპრილი 29, 1993 (1993-04-29)9F18
სპრინგფილდის სკოლაში მორიგი შემოწმებისას დირექტორი სკინერი ყველაზე დიდ ონავრებს კეტავს სკოლის სარდაფში.
მოწვეული ვარსკვლავი: ბარი უაიტი.
პირველად ჩნდება მმართველი გერი ჩელმერზი.[21]
8021„Marge in Chains“ჯიმ რირდონიბილ ოუკლი და ჯოშ უაინსტაინიმაისი 6, 1993 (1993-05-06)9F20

სპრინგფილდში ოსაკის გრიპი მძვინვარებს. მარჯი ერთადერთია სიმფსონების სახლში, ვისაც იგი არ გადაედო, ამიტომ საყიდლებზე სწორედ იგი დადის. მას შემდეგ, რაც მაღაზიაში ფულის გადახდა ავიწყდება, მას აპატიმრებენ. სანამ მარჯი შინ არ არის, ჰომერს სახლს ნაგვით ავსებს.


მოწვეული ვარსკვლავი: დევიდ კროსბი.[22]
8122„Krusty Gets Kancelled“დევიდ სილვერმანიჯონ სუორცუელდერიმაისი 13, 1993 (1993-05-13)9F19
სპრინგფილდში ახალი პოპულარული შოუა, რომელშიც ჩნდება მოლაპარაკე თოჯინა გებო, რომელიც კრასტის წარმატებას ჩრდილავს. კრასტის სტუდია დახურვის პირას არის და ბარტი და ლიზა გებოს დისკრედიტირებას ახდენენ, ხოლო კრასტის გადაცემაში იწვევენ სხვადასხვა ვარსკვლავს და Red Hot Chili Peppers-ს.
მოწვეული ვარსკვლავები: ჯონი კარსონი, ჰიუ ჰეფნერი, ბეტ მიდლერი, ბარი უაიტი, ლუკ პერი, ელიზაბეთ ტეილორი და Red Hot Chili Peppers.[23]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 93.
  2. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 94.
  3. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 95.
  4. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 96-97.
  5. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 98.
  6. Reiss, Mike. (2004). [DVD]. 20th Century Fox.
  7. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 99.
  8. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 100.
  9. Martyn, Warren; Wood, Adrian. (2000)New Kid on the Block. BBC. წაკითხვის თარიღი: 2008-01-22.
  10. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 101.
  11. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 102.
  12. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 103.
  13. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 104-105.
  14. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 106.
  15. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 107.
  16. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 108.
  17. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 109.
  18. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 110.
  19. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 111.
  20. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 112-113.
  21. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 114.
  22. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 115.
  23. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 116-117.