ანიმაციური სერიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანიმაციური სერიალიანიმაციური ფილმების სერია საერთო სახელწოდებით. ასეთი სერიალის სერიები ან ეპიზოდები, როგორც წესი, ერთმანეთს უკავშირდება - ერთი და იგივე პერსონაჟებით ან თემებით. ანიმაციური სერიალები ხშირად შედგება ეპიზოდების მცირე რაოდენობისგან - ასეთი სერიალი მინისერიალებად ითვლება.

ანიმაციური სერიალები, ჩვეულებისამებრ, გადის ტელეეთერით, კინოთეატრებში, გამოიცემა ვიდეო მატარებლებზე (DVD, Blu-ray) ან ვრცელდება ინტერნეტში. ისევე, როგორც ანიმაციური ფილმები, ანიმაციური სერიალები მოიცავს მრავალ ჟანრს და განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასეთი სერიალების ძირითად აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენდნენ, 1990-იანი წლებიდან ტრადიციულ ანიმაციურ სერიალებში იმატა უფრო მეტად მოზრდილებისთვის განკუთვნილმა თემებმა, რამაც გააფართოვა სერიალების მაყურებელთა წრე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hetherington, Janet L. "As Mainframe's technology reaches adolescence, there's a 'ReBoot' Renaissance". Animation Magazine #59. Vol. 11, Issue 8, September 1997.