შინაარსზე გადასვლა

ჰომერ სიმფსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერსონაჟი სიმფსონებიდან
ჰომერ სიმფსონი
სქესი მამრობითი
საქმიანობა უსაფრთხოების ინსპექტორი ქალაქ სპრინგფილდის ატომურ ელექტროსადგურზე
ნათესავები მეუღლე: მარჯ სიმფსონი
შვილები: ბარტ სიმფსონი, ლიზა სიმფსონი, და მეგი სიმფსონი
მშობლები: აბრაამ სიმფსონი და მონა სიმფსონი
და-ძმები: ჰერბერტ პაუელი
(აგრეთვე იხილეთ: სიმფსონების ოჯახი)
ახმოვანებს დენ კასტელანეტა
ულმანის მოკლემეტრაჟიანი ფილმები Good Night (1987)
სიმფსონები Simpsons Roasting on an Open Fire (1989)

ჰომერ ჯეი სიმფსონი (ინგლ. Homer Jay Simpson) — ანიმაციური სერიალ „სიმფსონების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. ჰომერი ქალაქ სპრინგფილდის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელია. იგი მუშაობს სექტორში 7G და წელიწადში 25.000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. მიუხედავად ამისა, ის ყველანაირად ცდილობს, გაიპაროს სამსახურიდან, რათა ლუდი ადგილობრივ ბარში, „მოს ტავერნაში“ დალიოს. ჰომერი ზედმეტად მსუქანია. მას უყვარს ცოლი და შვილები, თუმცა საკუთარი უმცროსი გოგონას სახელიც ავიწყდება. სიმაღლე 183 სანტიმეტრია. ზოდიაქოთი ჰომერი კუროა.

ჰომერის ჩაცმულობა უბრალოა - როგორც წესი, მას აცვია თეთრი პერანგი და ლურჯი შარვალი, სამსახურში ჰალსტუხს ატარებს, საღამოს ხოლმე ნარინჯისფერ ხალათს და შინაურ ფლოსტებს დათვის თათების სტილში. ღამით აცვია ლურჯი პიჟამა. ეპიზოდში She of Little Faith ნაჩვენებია, რომ ჰომერი თვალებზე ლინზებზაც ატარებს.

პერსონაჟის ავტორია მეტ გრენინგი. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა ტრეისი ულმანის შოუში. სახელი მან შეიძინა გრენინგის მამის პატივსაცემად. მაგრამ ავტორი ხაზს უსვამს, რომ სახელის გარდა მათ საერთო არაფერი აქვთ. 1987 წლის 19 აპრილს ჰომერი პირველად გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან ფილმში Good Night.

ჰომერ სიმფსონის ცნობილ ფრაზებს შორის არის დენ კასტელანეტას, მისი გამხმოვანებლის მიერ მოფიქრებული სახასიათო „D'oh!“. 2001 წელს ეს სიტყვა შეტანილი იქნა ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონშიც.

მეტ გრენინგის თქმით, ჰომერის ანალოგია სერიალ „ფუტურამას“ გმირი ბენდერი. მათი იდენტურობის აღწერისას გრენინგმა აღნიშნა, რომ ორივე აბსოლუტურად უმანკოა და ორივეს სურს ის, რაც აკლიათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]