სიმფსონები (სეზონი 2)
იერსახე
სიმფსონები (სეზონი 2) | |
---|---|
სეზონის DVD გამოცემა | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 22 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 11 ოქტომბერი 1990 – 11 ივლისი, 1991 |
სახლის ვიდეოს გამოცემა | |
DVD-ზე გამოიცა |
2 ივლისი, 2002 (რეგიონი 1) 8 ივლისი (რეგიონი 2) |
DVD | |
რეგიონი 1 | 2 ივლისი 2002 |
რეგიონი 2 | 8 ივლისი 2002 |
რეგიონი 4 | 23 ივლისი 2002 |
რეგიონი 5 | 18 სექტემბერი 2008 |
ამერიკული ანიმაციური ტელესერიალ „სიმფსონების“ მეორე სეზონი ეთერში გადიოდა 1990 წლის 11 ოქტომბრიდან 1991 წლის 11 ივლისამდე. იგი სულ შედგება 22 ეპიზოდისგან და იწყება ეპიზოდით Bart Gets an F. ეპიზოდმა Homer vs. Lisa and the 8th Commandment მიიღო ემის საპატიო ჯილდო გამორჩეული ანიმაციური გადაცემისთვის და ნომინიმირებული იყო კატეგორიაში „გამორჩეული ხმის მიქსი კომედიურ სერიალში ან სიუჟეტში“.[1]
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# ჯამში | # სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი |
---|---|---|---|---|---|---|
14 | 1 | „Bart Gets an F“ | დევიდ სილვერმანი | დევიდ მ. სტერნი | 11 ოქტომბერი, 1990 | 7F03 |
აშშ-ის ისტორიაში გამოცდისას წარუმატებლობის შემდეგ ბარტს ეხმარება მარტინ პრინსი. | ||||||
15 | 2 | „Simpson and Delilah“ | რიჩ მური | ჯონ ვიტი | 18 ოქტომბერი, 1990 | 7F02 |
მას შემდეგ, რაც ჰომერ სიმფსონზე გამოცდიან თმიც ცვენის ახალ საშუალებას, მას მისტერ ბერნსი აწინაურებს, ჩათვლის რა მას მეტად სექსუალურად. | ||||||
16 | 3 | „Treehouse of Horror“ „The Simpsons Halloween Special“ | ნაწილი 1: რიჩ მური ნაწილი 2: უეს არჩერი ნაწილი 3: დევიდ სილვერმანი | ნაწილი 1: ჯონ სუორცუელდერი ნაწილი 2: ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი ნაწილი 3: ედგარ ალან პო და სემ საიმონი | 25 ოქტომბერი, 1990 | 7F04 |
ჰელოუინთან დაკავშირებით გამოსული ეპიზოდი, რომელიც მოიცავს სამ ამბავს. ეპიზოდების სერიის Treehouse of Horror (საშინელებათა სახლი ხეზე) პირველი ფილმი. | ||||||
17 | 4 | „Two Cars in Every Garage and Three Eyes on Every Fish“ | უეს არჩერი | სემ საიმონი და ჯონ სუორცუელდერი | 1 ნოემბერი, 1990 | 7F01 |
ბარტი და ლიზა სპრინგფილდის ატომურ სადგურთან ახლოს იჭერენ სამთვალა თევზს, რასაც მოჰყვება მთელი კამპანია ბერნსის წინააღმდეგ. | ||||||
18 | 5 | „Dancin' Homer“ | მარკ კირკლენდი | კენ ლევინი და დევიდ აიზეკსი | 8 ნოემბერი, 1990 | 7F05 |
ჰომერი სპრინგფილდში ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც ბეისბოლის ადგილობრივი გუნდის თილისმად იქცევა. | ||||||
19 | 6 | „Dead Putting Society“ | რიჩ მური | ჯეფ მარტინი | 15 ნოემბერი, 1990 | 7F08 |
ნედ ფლანდერსი და ჰომერ სიმფსონი შეთანმხდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთის შვილი წააგებს საბავშვო მინიგოლფში, მამა ჩაიცვამს ქალის კაბას და მეზობლის ბაღს გაკრიჭავს. | ||||||
20 | 7 | „Bart vs. Thanksgiving“ | დევიდ სილვერმანი | ჯორჯ მაიერი | 22 ნოემბერი, 1990 | 7F07 |
ბარტი სახლიდან გარბის და მიეკედლება უსახლკაროებს. | ||||||
21 | 8 | „Bart the Daredevil“ | უეს არჩერი | ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი | 6 დეკემბერი, 1990 | 7F06 |
კაპიტანი ლენს მერდოკი, თავქარიანი, იქცევა ბარტის შთაგონებად. ბარტი იწყებს სკეიტბორდზე ვარჯიშს, მაგრამ საბოლოოდ, თავს ანებებს, მას შემდეგ, რაც ჰომერი მას სახიფათო ილეთის შესრულებისგან გადაარჩენს. | ||||||
22 | 9 | „Itchy & Scratchy & Marge“ | ჯიმ რირდონი | ჯონ სუორცუელდერი | 20 დეკემბერი, 1990 | 7F09 |
თვლის რა, რომ სერიალის ღიტინა და ფხანია ყურება ბავშვებს ავნებს, მარჯი იწყებს საპროტესტო კამპანიას მის შემქმნელთა წინააღმდეგ. | ||||||
23 | 10 | „Bart Gets Hit by a Car“ | მარკ კირკლენდი | ჯონ სუორცუელდერი | 10 იანვარი, 1991 | 7F10 |
სკეიტბორდით კატაობისას ბარტს ეჯახება მისტერ ბერნსის მანქანა. ბარტი კომაშია და მოხვდება ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც. ჰომერი და მარჯი უჩივიან ბერნსს და ითხოვენ კომპენსაციას მილიონი დოლარის სახით. ბერნსი 500.000-ზე დათანხმდება, მაგრამ საბოლოოდ მათ არაფერს აძლევს, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ ბარტი თავს იკატუნებდა. | ||||||
24 | 11 | „One Fish, Two Fish, Blowfish, Blue Fish“ | უესლი არჩერი | ნელ სკოველი | 24 იანვარი, 1991 | 7F11 |
სიმფსონები მიდიან ახალ იაპონურ სუში-ბარში. მას შემდეგ, რაც შეჭამს შხამიანი თევზის ნაწილს, ჰომერი იწამლება. ექიმი ჰიბერტი ეუბნება, რომ სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მხოლოდ 24 საათი. ამიტომ ჰომერი იწყებს ყველა მნიშვნელოვანი საქმის კეთებას. თუმცა, აღმოჩნდება, რომ თევზმა სასიკვდილოდ არ ავნო. | ||||||
25 | 12 | „The Way We Was“ | დევიდ სილვერმანი | ელ ჯინი, მაიკ რაისი და სემ საიმონი | 31 იანვარი, 1991 | 7F12 |
ეს არის სიმფსონების პირველი ეპიზოდი, რომელიც მოგონებებს ეფუძნება. მას შემდეგ, რაც ტელევიზორი ფუჭდება და გასართობი არ არის, მარჯი ბავშვებს უამბობს, თუ როგორ გაიცნო ჰომერი | ||||||
26 | 13 | „Homer vs. Lisa and the 8th Commandment“ | რიჩ მური | სტივ პიპუნი | 7 თებერვალი, 1991 | 7F13 |
ჰომერი კვლავ პოპულარული ხდება - ამჯერად მას შემდეგ, რაც სპრინგფილდში არალეგალურ საკაბელო სატელევიზიო ქსელს ქმნის. | ||||||
27 | 14 | „Principal Charming“ | მარკ კირკლენდი | დევიდ მ. სტერნი | 14 თებერვალი, 1991 | 7F15 |
მარჯის თხოვნით, ჰომერი მისი დისთვის, სელმასთვის, ქმარს ეძებს. იგი მას გააცნობს სკოლის დირექტორ სკინერს. | ||||||
28 | 15 | „Oh Brother, Where Art Thou?“ | უეს არჩერი | ჯეფ მარტინი | 21 თებერვალი, 1991 | 7F16 |
ბაბუა აღიარებს, რომ ჰომერს ნახევარძმა ჰყავს, რომელიც ეიბმა ჩვილობისას თავშესაფარში დატოვა. ჰომერი მას პოულობს. აღმოჩნდება, რომ ეს არის დეტროიტში მცხოვრები ჰერბერტ პაუელი - საავტომობილო კომპანიის ცნობილი მფლობელი. ჰომერი ჩადის დეტროიტში და მისი შემოთავაზებით, ახალი მანქანის შემუშავებას იწყებს, მაგრამ მოდელი არაკომფორტულია, რის გამოც ჰერბერტი კოტრდება. მოწვეული ვარსკვლავი: დენი დევიტო.[2] | ||||||
29 | 16 | „Bart's Dog Gets an "F"“ | ჯიმ რირდონი | ჯონ ვიტი | 7 მარტი, 1991 | 7F14 |
სიმფსონების ძაღლი, სანტას პატარა დამხმარე, საშინლად იქცევა. იგი ანადგურებს სხვასხვა ნივთს და ბარტი მამას არწმუნებს, რომ აუცილებელია ძაღლის სკოლაში ჩაბარება. მაგრამ ძაღლი წვრთნას არ ექვემდებარება. საბოლოოდ, ბარტი მას მოარჯულებს და ცხოველი სიმფსონებთან რჩება. მოწვეული ვარსკვლავი: ტრეისი ულმანი | ||||||
30 | 17 | „Old Money“ | დევიდ სილვერმანი | ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი | 28 მარტი, 1991 | 7F17 |
ეიბ სიმფსონს უყვარდება ბეატრის სიმონსი, მოხუცებულთა თავშესაფრის კიდევ ერთი პაციენტი. მათ შორის რომანის დროს ბეატრისი მოულოდნელად კვდება. ეიბს იგი უანდერძებს 106.000 დოლარის. ეიბი გადაწყვიტავს, ფული საქველმოქმედოდ გამოიყენოს, მაგრამ ვერ პოულობს ადამიანს, რომელსაც იგი ნამდვილად სჭირდება. საბოლოოდ, მთელი თანხა გადაეცემა თავად მოხუცებულთა თავშესაფარს, ახალი ტექნიკის შესაძენად. მოწვეული ვარსკვლავები: ოდრი მედოუზი და ფილ ჰარტმენი | ||||||
31 | 18 | „Brush with Greatness“ | ჯიმ რირდონი | ბრაიან კ. რობერტსი | 11 აპრილი, 1991 | 7F18 |
მარჯის ინტერესი ხელოვნებისადმი იღვიძებს, როდესაც იგი პოულობს თავის ძველ ნახატებს. იგი ახალ ტილოს ქმნის, რომელიც სპრინგფილდის გამოფენაზე იმარჯვებს. მისტერ ბერნსი მას პორტრეტს უკვეთავს, თუმცა მარჯისთვის რთულია მისი შექმნა, ვინაიდან ბერნსში კარგს არაფერს ხედავს. მოწვეული ვარსკვლავები: ჯონ ლოვიცი და რინგოპ სტარი. | ||||||
32 | 19 | „Lisa's Substitute“ | რიჩ მური | ჯონ ვიტი | 25 აპრილი, 1991 | 7F19 |
ლიზას მასწავლებელი მისს ჰუვერი ავად ხდება და მას სკოლაში მისტერ ბერგსტრომი ენაცვლება. ლიზას მისი სწავლების მეთოდები მოსწონს და სწავლისადმი უფრო მეტ ინტერესს იჩენს. მაგრამ ჰუვერის გამოჯანმრთელების შემდეგ ბერგსტრომი სკოლიდან მიდის. მოწვეული ვარსკვლავი: დასტინ ჰოფმანი (სემ ეტიკი) | ||||||
33 | 20 | „The War of the Simpsons“ | დევიდ სილვერმანი | ჯონ სუორცუელდერი | 2 მაისი, 1991 | 7F20 |
ჰომერი თვრება და თავს ირცხვენს ერთ-ერთ წვეულებაზე. მისი და მარჯის ქორწინება საფრთხის ქვეშ არის. | ||||||
34 | 21 | „Three Men and a Comic Book“ | უეს არჩერი | ჯეფ მარტინი | 9 მაისი, 1991 | 7F21 |
ბარტს სურს რადიოაქტიური კაცის პირველი ნომრის შეძენა, მაგრამ ამისთვის 100 დოლარი სჭირდება, რომელიც არ აქვს. მილჰაუზთან და მარტინ პრინსთან ერთად ფულის შეკრების შემდეგ ნომერი საბოლოოდ შეძენილია. მაგრამ, როდესაც ბავშვები ვერ გადაწყვიტავენ, თუ ვის რამდენი ხნის განმავლობაში ექნება ჟურნალი, მათ შორის მტრობა იწყება. მოწვეული ვარსკვლავი: კლორის ლიჩმენი და დენიელ სტერნი | ||||||
35 | 22 | „Blood Feud“ | მარკ კირკლენდი | ჯორჯ მაიერი | 11 ივლისი, 1991 | 7F22 |
მისტერ ბერნსს ესაჭიროება სისიხლის გადასხმა. მას ბარტ სიმფსონი გადაარჩენს. ჰომერი დარწმუნებულია, რომ ბერნსი ოჯახს გარკვეულ საზღაურს გადაუხდის და ამიტომ, შეურაცხმყოფელ წერილს უგზავნის. ბერნსი შურისძიებას აპირებს, მაგრამ სმითერსი დაარწმუნებს, რომ იგი ცდება. მაშინ ბერნსი ბარტს უგზავნის გიგანტურ ქანდაკებას, რომელიც სიმფსონებთან ძლივს ეტევა. |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეორე სეზონი საიტზე The Simpsons.com
- მეორე სეზონი BBC-ს საიტზე
- მეორე სეზონი დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. საიტზე TV.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Emmy Awards official site "The Simpsons" "1991–1991" emmys.org. Retrieved on August 31, 2007
- ↑ Richmond & Coffman 1997, p. 50.
|