ლეონარდ ნიმოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონარდ ნიმოი
Leonard Nimoy by Gage Skidmore.jpg
დაბ. თარიღი ლეონარდ საიმონ ნიმოი
26 მარტი, 1931
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
გაუჩინარდა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდ. მიზეზი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შედეგად გამოწვეული გართულებები
საქმიანობა მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, ფოტოგრაფი
აქტიური 1951–2013[1][2]
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი
საიტი leonardnimoyphotography.com

ლეონარდ საიმონ ნიმოი (დ. 26 მარტი, 1931 — გ. 27 თებერვალი, 2015) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, ფოტოგრაფი, მწერალი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. ყველაზე მეტად ცნობილია ვარსკვლავური გზის სერიალებსა და მხატვრულ ფილმებში განსახიერებული მისტერ სპოკის როლით.[1]

ნიმოის კარიერა ახალგაზრდობისას დაიწყო, როდესაც იგი დამწყებ მსახიობებს ჰოლივუდში ასწავლიდა და 1950-იან წლებში ეკრანზე ჩნდებოდა. მთავარი როლი ითამაშა ფილმში Kid Monk Baroni. სპოკამდე, 1952 წლის სერიალში სტრატოსფეროს ზომბები განასახიერა ნარაბი, მარსიანელი უცხოპლანეტელი.

1964 წლის დეკემბერში პირველად გამოჩნდა ვარსკვლავური გზის გაუქმებულ საპილოტო ეპიზოდში „გალია“ და სპოკის როლს ასრულებდა 1969 წლამდე, რასაც მოჰყვა ამ პერსონაჟის რვა სრულმეტრაჟიან ფილმსა და დამატებით სერიალებში განსახიერება. პერსონაჟს თანამედროვე კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. სპოკის როლმა ნიმოის ემის სამი ნომინაცია მოუპოვა, ხოლო TV Guide-მა სპოკი ყველა დროის 50 უდიდეს სატელევიზიო პერსონაჟს შორის დაასახელა.[3][4] ვარსკვლავური გზის ორიგინალური სერიალების შემდეგ ნიმოი თამაშობდა შეუსრულებელი მისიის ორ სეზონში, იყო დოკუმენტური სერიალის ძიებაში წამყვანი, კითხულობდა ტექსტს ცივილიზაცია IV-ში და რამდენიმეჯერ წარმატებულად გამოვიდა სასცენო დადგმებში. დროდადრო ჩნდებოდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ ზღვარში.

ნიმოის მიერ შექმნილ სპოკს მიეძღვნა ორი ავტობიოგრაფია - „მე არ ვარ სპოკი“ (1975) და „მე ვარ სპოკი“ (1995).[5][6] 2015 წლის 1 ივნისს ასტეროიდს, რომელიც 1988 წელს აღმოაჩინეს, მიენიჭა სახელი „4864 ნიმოი“. [7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Heffernan, Virginia. “Leonard Nimoy, Spock of ‘Star Trek,’ Dies at 83“, The New York Times, February 27, 2015. წაკითხვის თარიღი: February 27, 2015. 
  2. Nimoy glad to be back with 'Fringe'“, News World Communications, May 12, 2012. წაკითხვის თარიღი: November 1, 2013. 
  3. Leonard Nimoy: Biography. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: February 3, 2009.
  4. Jensen, K. Thor. (November 20, 2008) Spock. IGN Entertainment, Inc.. წაკითხვის თარიღი: February 3, 2009.
  5. Nimoy (1975), pp. 1–6
  6. Nimoy (1995), pp. 2–17
  7. "Leonard Nimoy, Honored: Asteroid 4864 Nimoy Named After Actor Who Played ‘Star Trek’s’ Spock", Inquisitr, June 6, 2015