ბარი უაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარი უაიტი (დ. 12 სექტემბერი, 1944 — გ. 4 ივლისი, 2003) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. 1969 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა „Love Unlimited Orchestra“-ს. ბარი უაიტი ხუთჯერ გადა გრემის ჯილდოს მფლობელი.

მომღერალი დაიბადა ტეხასის ქალაქ გლავესტონში[1]. იგი გაიზარდა ქალაქ ლოს-ანჯელესის სამხრეთში. მომღერალი ათი წლის ასაკში, უკვე ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში ის, მოხვდა ციხეში კადილაკის $30,000 ღირებულების საბურავების ქურდობისთვის.[2]

60-იანი წლების დასაწყისში საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, იგი ჩამოშორდა კრიმინალურ სამყაროს და მუსიკით დაინტერესდა. როგორც კომპოზიტორმა მან მალევე მოიპოვა წარმატება. მის სიმღერებს პროდუსირებას უწევდა როკ-მუსიკოსი ბობი ფულერი. 1969 წელს იგი დაუკავშირდა გოგონების ტრიოსგან შემდგარ ანსამბლ „Love Unlimited“-ს. ბარი უაიტმა, მათთან ორი წელი ითანამშრომლა, რომლის შემდეგაც უაიტმა ხელი მოაწერა „20th Century Fox Records“-სთან კონტრაქტს. მან დაწერა, არანჟირება გაუკეთა და პროდუსირებაც თავადვე გაუწია კლასიკურ სოულ-ბალადად ქცეული კომპოზიციას „Walking in the Rain (With The One I Love)“, რომელმაც პოპულარობა სწრაფადვე მოიპოვა, ამ კომპოზიციამ ბილბორდის ცხელ ასეულში #14 ადგილი დაიკავა. 70-იან წლებში ბარი უაიტმა იქორწინა „Love Unlimited“ წამყვან მომღერალ გლოდიინ ჯეიმზზე.

ხმის ჩამწერმა კომპანიამ გადაწყვიტა, ბარის წინა პლანზე წამოწევა და მისი სოლო მომღერლად ქცევა. ამ ფაქტს ბარი არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.

ბარი უაიტმა დაწერა მრავალი სიმღერა, მათგან აღსანიშნავია: "I'm Gonna Love You Just a Little More Baby" (1973), "Never, Never Gonna Give You Up" (1973), "Can't Get Enough of Your Love, Babe" (1974), "You're the First, the Last, My Everything" (1974), "What Am I Gonna Do With You" (1975), "Let the Music Play" (1976), "Your Sweetness is My Weakness" (1978), "Change" (1982), "Sho' You Right" (1987), "Practice What You Preach" (1994).

ხანში შესულ ბარი უაიტს ხშირად აწუხებდა ჰიპერტონია, რამაც 2002 წლის შემოდგომას გამოიწვია თირკმლის შეტევა. 2003 წელს მან გადაიტანა ინსულტი. ამ ყველაფერმა იგი ჩამოაშორა სცენას და აქტიურ მოღვაწეობას. 2003 წლის 4 ივლისს ის გარდაიცვალა თირკმლის შეტევით ორმოცდათვრამეტი წლის ასაკში, ვესტ ჰოლივუდის ერთ-ერთ კლინიკაში. მას გაუკეთდა კრემაცია და მისი ოჯახის წევრებმა ფერფლი მოაბნიეს კალიფონიის ზღვის ნაპირას.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ალბომი ლეიბლი
1973 I’ve Got So Much to Give 20th Century
1973 Stone Gon' 20th Century
1974 Can’t Get Enough 20th Century
1974 Together Brothers 20th Century
1975 Just Another Way to Say I Love You 20th Century
1976 Is This Whatcha Wont? 20th Century
1976 Let the Music Play 20th Century
1977 Barry White Sings for Someone You Love 20th Century
1978 My Musical Bouquet 20th Century
1978 The Man 20th Century
1979 I Love to Sing the Songs I Sing 20th Century
1979 Super Movie Themes: Just a Little Bit Different 20th Century
1979 The Message Is Love Priority
1980 Sheet Music Unlimited Gold
1981 Barry & Glodean Priority
1981 Beware! Epic
1982 Change Priority
1983 Dedicated Priority
1987 The Right Night & Barry White A&M
1989 The Man Is Back! A&M
1991 Put Me in Your Mix A&M
1994 The Icon Is Love A&M
1999 Staying Power Private Music
2000 Your Heart and Soul: The Love Album Prism Leisure
2007 An Evening with Barry White [live] Eagle

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barry White
  2. „Obituary: Barry White“. BBC News. 4 July 2003. ციტირების თარიღი: 1 August 2009.