სიმფსონები (სეზონი 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიმფსონები (სეზონი 1)
The Simpsons - The Complete 1st Season.jpg
სეზონის DVD გამოცემა
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 13
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
პირველად ეთერში 17 დეკემბერი 1989 – 13 მაისი 1990
სახლის ვიდეოს გამოცემა
DVD
რეგიონი 1 25 სექტემბერი 2001
რეგიონი 2 24 სექტემბერი 2001
რეგიონი 4 24 სექტემბერი 2001
რეგიონი 5 21 აგვისტო 2008
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სეზონი 2
სიმფსონების ეპიზოდების სია

ამერიკული ანიმაციური ტელესერიალსიმფსონების“ პირველი სეზონი ეთერში გადიოდა 1989 წლის 17 დეკემბრიდან 1990 წლის 13 მაისამდე. მისი ეპიზოდია „Simpsons Roasting on an Open Fire“. შოუზე პირველივე სერიებიდან მუშაობდნენ მეტ გრენინგი, ჯეიმზ ლ. ბრუქსი და სემ საიმონი.[1]

თავდაპირველად დაგეგმილი იყო პირველი ეპიზოდის სახით "Some Enchanted Evening"-ს ჩვენება, ვინაიდან პერსონაჟების წარდგენა ამ ეპიზოდით ხდებოდა.[2] მაგრამ პროდიუსერებმა პირველი გადახედვისას აღმოაჩინეს, რომ მისი 70% შესაცვლელია.[3] მათ დაგეგმეს სერიალის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი ეპიზოდი ასეთივე უხარისხო აღმოჩნდება. თუმცა, მასში დაშვებული შეცდომები გამოსწორებადი იყო. კომპანია Fox-მა დებიუტის თარიღი 17 სექტემბერს გადაიტანა. "Simpsons Roasting on an Open Fire" წარდგენილი იქნა, როგორც სერიალის პირველი ეპიზოდი[2]

ამ სეზონმა ემის გადაცემის ცერემონიოაზე ორი პრემია დაიმსახურა, ისევე როგორც ოთხი დამატებითი ნომინაცია. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო შოუების შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ ერთი ეპიზოდის წარდგენა, ნომინირებული იქნა როგორც "Simpsons Roasting on an Open Fire", ასევე "Life on the Fast Lane". "Simpsons Roasting on an Open Fire" წარდგენილი იყო ’მინისერიალის საუკეთესო მონტაჟის’, ხოლო "The Call of the Simpsons" - ’საუკეთესო ინდივიდუალურ მიღწევაში კომედიური სერიალის ან სპეციალური ეპიზოდის ხმის მიქსის სფეროს’ კატეგორიაში. დენი ელფმანის მიერ შექმნილი სერიალის მთავარი მუსიკალური თემა ’საუკეთესო თემატური მუსიკის’ კატეგორიაში იყო ნომინირებული.[4]

DVD გამოცემა გაყიდვაში გამოვიდა 2001 წლის 25 სექტემბერს (რეგიონი 1) და 2001 წლის 24 სექტემბერს (რეგიონი 2 და 4).

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
11„Simpsons Roasting on an Open Fire“
„The Simpsons Christmas Special“
დევიდ სილვერმანიმიმი პონდიდეკემბერი 17, 1989 (1989-12-17)7G08
ამ სერიაში ოჯახში ჩნდება ახალი წევრი - სანტას უმცროსი დამხმარე (ძაღლი).
22„Bart the Genius“დევიდ სილვერმანიჯონ ვიტიიანვარი 14, 1990 (1990-01-14)7G02
პრობლემები ბარტის ინტელექტუალურ განვითარებასთან.
33„Homer's Odyssey“უეს არჩერიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკიიანვარი 21, 1990 (1990-01-21)7G03
მისტერ ბერნსი ჰომერს სთავაზობს უფრო მაღალ თანამდებობას.
44„There's No Disgrace Like Home“გრეგ ვენზო და კენტ ბატერუორთიელ ჯინი და მაიკ რაისიიანვარი 28, 1990 (1990-01-28)7G04
პიკნიკი მისტერ ბერნსის მამულში.
55„Bart the General“დევიდ სილვერმანიჯონ სუორცუელდერითებერვალი 4, 1990 (1990-02-04)7G05
ბარტისა და ნელსონ მანცის დაპირისპირებები.
66„Moaning Lisa“უეს არჩერიელ ჯინი და მაიკ რაისითებერვალი 11, 1990 (1990-02-11)7G06
დეპრესიისას ლიზა გაიცნობს საქსოფონისტ მერფის.
77„The Call of the Simpsons“უეს არჩერიჯონ სუორცუელდერითებერვალი 18, 1990 (1990-02-18)7G09
პიკნიკზე მეგი იკარგება დათვებთან, ხოლო ჰომერი ყველას ჰგონია ბიგფუტი.
88„The Telltale Head“რიჩ მურიელ ჯინი, მაიკ რაისი, სემ საიმონი და მეტ გრენინგითებერვალი 25, 1990 (1990-02-25)7G07
სპრინგფილდში ცნობილი ხულიგნების აღიარების მოსაპოვებლად ბარტი იპარავს ჯებედაია სპრინგფილდის ძეგლის თავს.
99„Life on the Fast Lane“დევიდ სილვერმანიჯონ სუორცუელდერიმარტი 18, 1990 (1990-03-18)7G11
ჰომერი ივიწყებს მარჯის დაბადების დღეს, ხოლო მარჯს გაიცნობს მამაკაცი, რომელსაც იგი შეუყვარდება.
1010„Homer's Night Out“რიჩ მურიჯონ ვიტიმარტი 25, 1990 (1990-03-25)7G10
ბარტი ყიდულობს მომცრო ზომის ფოტოაპარატს და იღებს მეტად სკანდალურ ფოტოებს.
1111„The Crepes of Wrath“უეს არჩერი და მილტონ გრეიჯორჯ მაიერი, სემ საიმონი, ჯონ სუორცუელდერი და ჯონ ვიტიაპრილი 15, 1990 (1990-04-15)7G13

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარტს აგზავნიან საფრანგეთში, თუმცა იგი მოხვდება ორ ბოროტმოქმედთან, რომლებიც ხარშავენ ღვინოს ანტიფრიზის დამატებით. ხოლო სიმფსონებს ეწვევა ალბანელი ბიჭუნა ადილი, რომელიც ჯაშუში აღმოჩნდება.

შენიშვნა: ეს არის პირველი ეპიზოდი აგნეს სკინერის მონაწილეობით.
1212„Krusty Gets Busted“ბრედ ბერდიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკიაპრილი 29, 1990 (1990-04-29)7G12

ჯამბაზ კრასტის აბრალებენ სუპერმარკეტში ქურდობას. ბარტი დარწმუნებულია, რომ იგი უდანაშაულოა.

შენიშვნა: აქ პირველად ჩნდება კენტ ბროკმენი.
1313„Some Enchanted Evening“დევიდ სილვერმანი და კენტ ბატერუორთიმეტ გრენინგი და სემ საიმონიმაისი 13, 1990 (1990-05-13)7G01
სანამ მშობლები შინ არ არიან, ბავშვებთან რჩება მომვლელი, რომელიც აღმოჩნდება ცნობილი ქურდი

DVD გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრული პირველი სეზონი
დეტალები[5][6] დამატებები[5][6]
  • 13 ეპიზოდი
  • 3 დისკი
  • 4:3 ფორმატი
  • ენები
    • ინგლისურ (5.1, სუბტიტრებით)[6]
    • ფრანგული (Dolby Digital 2.0 Surround)[6]
    • ესპანური (მხოლოდ სუბტიტრები)[6]
გამოცემის თარიღები
რეგიონი 1 რეგიონი 2 რეგიონი 4
25 სექტემბერი, 2001 24 სექტემბერი, 2001 24 სექტემბერი, 2001

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Richmond, pp. 16–17
  2. 2.0 2.1 Groening, Matt. (2001). The Simpsons season 1 DVD commentary for the episode "Some Enchanted Evening". [DVD]. 20th Century Fox.
  3. Silverman, David. (2001). The Simpsons season 1 DVD commentary for the episode "Some Enchanted Evening". [DVD]. 20th Century Fox.
  4. Emmy Awards official site "The Simpsons" "1989–1990" emmys.org. Retrieved on July 3, 2007
  5. 5.0 5.1 Simpsons, The — The Complete 1st Season. TV Shows on DVD.com. წაკითხვის თარიღი: 2008-03-08.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The Simpsons Season 1 DVD. The Simpsons Shop. წაკითხვის თარიღი: 2008-03-08.