სიმფსონები (სეზონი 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიმფსონები (სეზონი 5)
The Simpsons - The Complete 5th Season.jpg
სეზონის DVD გამოცემა
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 22
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
პირველად ეთერში 30 სექტემბერი 1993 – 19 მაისი 1994
სახლის ვიდეოს გამოცემა
DVD
რეგიონი 1 21 დეკემბერი 2004
რეგიონი 2 21 მარტი 2005
რეგიონი 4 23 მარტი 2005
რეგიონი 5 27 მაისი 2010
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 4
შემდეგი →
სეზონი 6
სიმფსონების ეპიზოდების სია

ამერიკული ანიმაციური ტელესერიალსიმფსონების“ მეხუთე სეზონი ეთერში გადიოდა 1993 წლის 30 სექტემბრიდან 1994 წლის 19 მაისამდე. იგი სულ შედგება 22 ეპიზოდისგან და იწყება ეპიზოდით Cape Feare. სეზონის პროდიუსერია დევიდ მირკინი, გარდა უკანასკნელი ორი ეპიზოდისა, რომლებზეც ელ ჯინი და მაიკ რაისი მუშაობდნენ.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
821„Homer's Barbershop Quartet“მარკ კირკლენდიჯეფ მარტინისექტემბერი 30, 1993 (1993-09-30)9F22

ჰომერი იხსენებს ახალგაზრდობას და იმას, თუ როგორ შექმნა პარიკმახერების კვარტეტი.


მოწვეული ვარსკვლავები: ჯორჯ ჰარისონი, დევიდ კროსბი და The Dapper Dans.[1]
832„Cape Feare“რიჩ მურიჯონ ვიტიოქტომბერი 7, 1993 (1993-10-07)9F21

ბარტი მიიღებს მუქარის წერილებს, რომლებიც დაწერილია სისხლით - ვიღაც სიკვდილით ემუქრება. ამასობაში თანაშემწე ბობი ციხიდან გამოდის და ბარტი ეჭვობს, რომ ეს წერილები მისგან არის.
მოწვეული ვარსკვლავი: კელსი გრემერი.[2]

სათაური მიუთითებს ეპიზოდზე Cape Fear.
843„Homer Goes to College“ჯიმ რირდონიკონან ო'ბრაიენიოქტომბერი 14, 1993 (1993-10-14)1F02
ატომურ ელექტროსადგურს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ეწვევა ატომური ენერგეტიკის კომისია. მას შემდეგ, რაც ჰომერი არც თუ კარგად გამოიჩენს თავს, ბერნს უყენებენ ულტიმატუმს - ან ბერნსზე საქმე აღიძრება, ან სიმფსონი გაივლის ფიზიკის კურსს. ჰომერი, ბერნსის ძალისხმევით, მოხვდება სპრინგფილდის უნივერსიტეტში. [3]
854„Rosebud“უეს არჩერიჯონ სუორცუელდერიოქტომბერი 21, 1993 (1993-10-21)1F01

მისტერ ბერნსი იხსენებს ბავშვობის საყვარელ სათამაშოს - რბილ დათუნია ბობოს. უცნაური გარემოებების გამო თოჯინა აღმოჩნდება მეგი სიმფსონთან, რომელიც მის დაბრუნებაზე უარს ამბობს.


მოწვეული ვარსკვლავი: The Ramones.[4]
865„Treehouse of Horror IV“დევიდ სილვერმანიკონან ო'ბრაიენი
გრეგ დენიელზი და დენ მაკ-გრეთი
ბილ ოუკლი და ჯონ უაინსტაინი
ბილ კენტერბერი
ოქტომბერი 28, 1993 (1993-10-28)1F04
Treehouse of Horror-ის სერიის მეოთხე ფილმი. ამჯერად წარმოდგენილია ბარტის სამი საზარელი ამბავი ხელოვნების გალერეაში ღამით დატრიალებულ მოვლენებზე.
მოწვეული ვარსკვლავები: ფრენკ უელკერი და ფილ ჰარტმენი.[5]
876„Marge on the Lam“მარკ კირკლენდიბილ კენტერბერინოემბერი 4, 1993 (1993-11-04)1F03

მარჯი გარკვეულ თანხას საზოგადოებრივ ტელევიზიას შესწირავს და იგებს ორ ბილეთს ბალეტზე. ჰომერი იჭედება ორ სავაჭრო ავტომატში.


მოწვეული ვარსკვლავები: ჯორჯ ფინემანი, პამელა რიდი და ფილ ჰარტმენი.[6]
887„Bart's Inner Child“ბობ ანდერსონიჯორჯ მაიერინოემბერი 11, 1993 (1993-11-11)1F05

სპრინგფილდში ჩნდება ფსიქოლოგი სახელად ბრედ გუდმენი. იგი ატარებს ლექციას სტრესისგან თავის არიდების შესახებ და მაგალითად მოჰყავს ბარტი, როგორც პიროვნება, თავისუფალი კომპლექსებისგან. მისი გავლენით მოსახლეობა იწყებს ყოველივეს გამეორებას, რასაც ბარტი აკეთებს.


მოწვეული ვარსკვლავები: ჯეიმზ ბრაუნი, ალბერტ ბრუქსი და ფილ ჰარტმენი.[7]
898„Boy-Scoutz 'N the Hood“ჯეფრი ლინჩიდენ მაკ-გრეთინოემბერი 18, 1993 (1993-11-18)1F06

ბარტი შემთხვევით თავს ამოჰყოფს ბოისკაუტებში. ერთ-ერთი გამოცდაა მდინარეზე მშობლებთან ერთად გაცურვა. ბარტმა იცის, რომ ჰომერთან ერთად ფათერაკებში აღმოჩნდება.


მოწვეული ვარსკვლავი: ერნესტ ბორგნაინი.[8]
909„The Last Temptation of Homer“კარლოს ბაესაფრენკ მალადეკემბერი 9, 1993 (1993-12-09)1F07

შრომის დეპარტამენტი აიძულებს აეს-ს სამუშაოდ აიყვანოს ვინმე მინდი სიმონსი. ჰომერსა და მას შორის რომანი იწყება, მაგრამ ჰომერი თავს დამნაშავედ გრძნობს და ერიდება მინდის. მიუხედავად ამისა, იგი აღმოაჩენს, რომ ისინი ერთმანეთს იდეალურად უხდებიან. მაგრამ მოგვიანებით ბერნსი ჰომერსა და მინდის დედაქალაქში მიავლენს, სადაც ჰომერის, როგორც მეუღლის ერთგულება გამოცდას გადის. იგი მარჯს უბრუნდება.

.
მოწვეული ვარსკვლავები: მიშელ პფაიფერი, ვერნერ კლემპერერი და ფილ ჰარტმენი.[9]
9110„$pringfield (or, How I Learned to Stop Worrying and Love Legalized Gambling)“უეს არჩერიბილ ოუკლი და ჯონ უაინსტაინიდეკემბერი 16, 1993 (1993-12-16)1F08

სპრინგფილდში აზარტული თამაშები ლეგალური ხდება. ყველას, მარჯსაც კი ეს იდეა მოსწონს. მისტერ ბერნსი და მერი კუიმბი ხსნიან სამორინეს, სადაც ჰომერი ბლეკ-ჯეკის დილერად მუშაობს.


მოწვეული ვარსკვლავები: რობერტ გოულეტი და ჯერი კუნი.[10]
9211„Homer the Vigilante“ჯიმ რირდონიჯონ სუორცუელდერიიანვარი 6, 1994 (1994-01-06)1F09

სპრინგფილდში ქურდობების მთელი ტალღა იწყება, რომელიც ორგანიზებულია სპრინგფილდელი გამტეხის მიერ. პასუხად მოსახლეობა იარაღდება და დამცველ საშუალებებს აყენებს.


მოწვეული ვარსკვლავი: სემ ნილი.[11]
9312„Bart Gets Famous“Susie Dietterჯონ სუორცუელდერითებერვალი 3, 1994 (1994-02-03)1F11

ბარტი მიემგზავრება მუყაოს ქარხანაში მოსაწყენ ექსკურსიაზე. იგი იპარება ქარხნიდან და შედის მეექვსე არხის სტუდიაში, სადაც ჯამბაზ კრასტის ხვდება და მისი თანაშემწე ხდება. სულ მალე იგი სახელს გაითქვამს უბრალოდ ნასროლი ფრაზით - შემთხვევით მომივიდა.


მოწვეული ვარსკვლავი: კონან ო'ბრაიენი.[12]
9413„Homer and Apu“მარკ კირკლენდიგრეგ დენიელზითებერვალი 10, 1994 (1994-02-10)1F10

აპუ ჰყიდის ვადაგასულ პროდუქტებს. ჰომერმა ეს არ იცის და იწამლება. შედეგად აპუ კარგავს სამუშაოს და სიმფსონების სახლში სახლდება. მას სურს მაღაზიაში დაბრუნება და ამის ერთადერთი საშუალებაა ინდოეთში ჩასვლა, სადაც ქსელის Kwik-E-Mart ხელმძღვანელობა ზის. ჰომერი მას მიჰყვება.


მოწვეული ვარსკვლავი: ჯეიმზ ვუდსი.[13]
9514„Lisa vs. Malibu Stacy“ჯეფრი ლინჩიბილ ოუკლი და ჯონ უაინსტაინითებერვალი 17, 1994 (1994-02-17)1F12
სპრინგფილდში ჩნდება მალიბუ სტეისის განახლებული თოჯინა, რომელსაც ამჯერად საუბარი შეუძლია. ქალაქის ყველა გოგონა ბედნიერია, ლიზას გარდა - მისი აზრით, სტეისის მხოლოდ უაზრო საუბარი შეუძლია და ბავშვებს მცდარ იდეალებს შთააგონებს. ლიზა გადაწყვიტავს თოჯინის საკუთარი ვერსიის გამოშვებას.
მოწვეული ვარსკვლავი: კეთლინ ტერნერი.[14]
9615„Deep Space Homer“კარლოს ბაესადევიდ მირკინითებერვალი 24, 1994 (1994-02-24)1F13
ჰომერი ოცნებობს კოსმოსში გაფრენაზე. საბედნიეროდ, ნასა აპირებს რეიტინგზე ზრუნვას და ამ მიზნით კოსმოსში აპირებს რიგითი ამერიკელის გაგზავნას, ამიტომ ჰომერს ირჩევს.
მოწვეული ვარსკვლავები: ბაზ ოლდრინი და ჯეიმზ ტეილორი.[15]
9716„Homer Loves Flanders“უეს არჩერიდევიდ რიჩარდსონიმარტი 17, 1994 (1994-03-17)1F14

სპრინგფილდში საფეხბურთო ციებ-ცხელებაა. შელბივილისა და სპრინგფილდის წლის მატჩის წინ ორი დარჩენილი დასასწრები ბილეთი ნედ ფლანდერსს აქვს. ამით იწყება მეზობლების განსაკუთრებული მეგობრობა.

[16]
9817„Bart Gets an Elephant“ჯიმ რირდონიჯონ სუორცუელდერიმარტი 31, 1994 (1994-03-31)1F15
ადგილობრივ რადიოსადგურ KBBL-ზე ტარდება კონკურსი - დიჯეები რეკავენ შემთხვევით ნომერზე და რესპონდენტს სთავაზობენ ჩაფიქრებული ფრაზის ამოცნობას. ბარტი ამოიცნობს ფრაზას და 10.000 დოლარის მაგივრად ირჩევს აფრიკულ სპილოს[17]
9918„Burns' Heir“მარკ კირკლენდიჯეის რიჩდეილიაპრილი 14, 1994 (1994-04-14)1F16
ბერნსი ეძებს მემკვიდრეს, ვინაიდან გრძნობს, რომ უკვე მოხუცდა. ბარტ სიმფსონი გასაუბრებას წარუმატებლად გადის და, გაღიზიანებული ბერნსის ქცევით, მის მამულში აურზაურს ტეხავს. მაგრამ ბერნს ეს მოსწონს და ბარტს მემკვიდრედ ირჩევს. თუმცა, ეს უარყოფითად აისახება როგორც ბარტზე, ასევე სიმფსონების მთელ ოჯახზე.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[18]
10019„Sweet Seymour Skinner's Baadasssss Song“ბობ ანდერსონიბილ ოუკლი და ჯონ უაინსტაინიაპრილი 28, 1994 (1994-04-28)1F18
სპრინგფილდი სკოლაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ბარტის გამო სკინერი დროებით სამუშაოს კარგავს და ჯარში მიდის. ამასობაში სკოლაში ქაოსი იწყება.
მოწვეული ვარსკვლავი: ფრენკ უელკერი.[19]
10120„The Boy Who Knew Too Much“ჯეფრი ლინჩიჯონ სუორცუელდერიმაისი 5, 1994 (1994-05-05)1F19
ბარტს არ სურს სკოლაში ჯდომა და ამიტომ წერს წერილს, თითქოს და სტომატოლოგის სახელით. მაგრამ იგი მეტად უხერხულო სიტუაციაში აღმოჩნდება - ბარტი შემთხვევით შეესწრება კუიმბი უმცროსის წვეულებაზე მომხდარ ინციდენტს და იძულებულია, გააკეთოს არჩევანი სიმართლესა და მის დამალვას შორის, ვინაიდან სკინერი მას დასჯის, თუ აღმოაჩენს, რომ ბარტი გაკვეთილებს აცდენდა.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[20]
10221„Lady Bouvier's Lover“უეს არჩერიბილ ოუკლი და ჯონ უაინსტაინიმაისი 12, 1994 (1994-05-12)1F21
ეიბ სიმფსონი ესწრება მეგის დაბადების დღეს და უყვარდება მარჯის დედა, ჯეკი. ისინი პაემნებზე დადიან, მაგრამ მოგვიანებით ჯეკი უყვარდება მისტერ ბერნსს. ბერნსი ჯეკის დანიშნავს, რაც აღიზიანებს მარჯს და უეილონ სმითერზს. ეიბი ჩაშლის ქორწინებას და ცდილობს ჯეკის დაბრუნებას, მაგრამ უკანასკნელი გადაწყვიტავს, რომ ქორწინება საერთოდ არ სურს. ამასობაში ბარტი იპარავს ჰომერის საკრედიტო ბარათს და ყიდულობს ღიტინას და ფხანიას სუვენიერს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ იგი მოატყუეს.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[21]
10322„Secrets of a Successful Marriage“კარლოს ბაესაგრეგ დენიელზიმაისი 19, 1994 (1994-05-19)1F20
ჰომერი გადაწყვიტავს დიდების სკოლაში მასწავლებლად მუშაობას, მეგობრების მსგავსად. მისი საგანია წარმატებული ქორწინების საიდუმლო. მაგრამ როგორც მასწავლებელი იგი არც თუ კარგია. ამიტომ, იწყებს მარჯთან ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საუბარს. უკანასკნელს ეს არ სიამოვნებს.
მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[22]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 120.
  2. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 121.
  3. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 122.
  4. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 123.
  5. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 124-125.
  6. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 126.
  7. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 127.
  8. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 128-129.
  9. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 130.
  10. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 131.
  11. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 132.
  12. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 133.
  13. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 134.
  14. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 135.
  15. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 136-137.
  16. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 138.
  17. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 139.
  18. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 140.
  19. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 141.
  20. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 142-143.
  21. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 144.
  22. რიჩმონდი და კოფმანი 1997, გვ. 145.