სერემბანი
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
სერემბანი | |||
| |||
ქვეყანა | მალაიზია | ||
კოორდინატები | 2°43′47″ ჩ. გ. 101°56′17″ ა. გ. / 2.72972° ჩ. გ. 101.93806° ა. გ. | ||
დაარსდა | 1840 | ||
ფართობი | 959 კმ² | ||
მოსახლეობა | 419 536 (2009) | ||
სასაათო სარტყელი | Time in Malaysia | ||
საფოსტო ინდექსი | 70xxx to 75xxx | ||
ოფიციალური საიტი | http://www.mpsns.gov.my/ | ||
| |||
სერემბანი (ჯავი: سرمبن) ― ნეგერი-სემბილანის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ტერიტორიაზე, სერემბანის რაიონში. მას სერემბანის საქალაქო საბჭო მართავს. ქალაქის სტატუსი 2020 წლის 20 იანვარს მიენიჭა.[1]
ტოპონიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერემბანი დაარსდა როგორც სუნგეი-უჯონგი (ან სუნგაი-უჯონგი). ქალაქის სახელწოდების შეცვლის შემდეგ სუნგაი-უჯონგი ქალაქის სამხრეთ ნაწილში ქუჩის ქუჩის სახელწოდებად (სუნგაი-უჯონგის გზა) გამოიყენება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნგაი-უჯონგი, ასევე ცნობილი როგორც სენინგ-უჯონგი, ანტიკური დასახლება იყო. მალაიურ ანალებში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მეფე პარამესვარა სინგაპურის სამეფოდან გაქცევის შემდეგ ჯერ სენინგ-უჯონგში იმყოფებოდა, საბოლოოდ კი მალაკის სასულთნო დააარსა. დასახლება იავურ წყაროებში, ნაგარაკრეტაგამაში, სანგ-ჰიანგ-უჯონგის სახელწოდებით იხსენიება, ხოლო მანუელ გოდინიო დე ერედიას კარტოგრაფიულ ჩანაწერებში, რომელიც 1613 წლით თარიღდება, სუნეუჯონად მოიხსენიება.[2] ნახევარკუნძულის მალაიზიის სხვა მთავარი ქალაქების მსგავსად სერემბანი 1870-იან წლებში კასიტერიტის აღმოჩენის შემდეგ გაფართოვდა. ადგილობრივი მალაიელების დიდი ნაწილი ფერმერი იყო, ამიტომ რასაჰის მუქიმში კალის აღმოჩენას არაბი, მალაიელი და ჩინელი იმიგრანტების ნაკადი მოჰყვა.
სერემბანი არა მხოლოდ სამთამადნო მოპოვების ტერიტორია, არამედ რეგიონის ბიზნეს ცენტრიც გახდა. ქალაქიდან კალის ტრანსპორტირებისთვის მდინარე ლინგი გამოიყენებოდა. კალით ვაჭრობასთან ერთად ქალაქის შემოსავლის წყარო დიდი რაოდენობით გადასახადებიც გახდა, რაც ვაჭრებისა და მეზობელ მალაკის პორტში ბრიტანელი კოლონიალისტების უკმაყოფილებას იწვევდა.
2020 წლისთვის მალაიზიის 4 შტატის დედაქალაქს არ ჰქონდა ქალაქის სტატუსი: სერემბანს, კოტა-ბარუს (კელანტანი), კუანტანს (პაჰანგი) და კანგარს (პერლისი). ქალაქის სტატუსის მისაღებად შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნილაის მუნიციპალური საბჭო და სერემბანის მუნიციპალური საბჭო უნდა გაერთიანებულიყო.
2020 წლის 1-ელ იანვარს ორი მუნიციპალური ორგანო, სერემბანის მუნიციპალური საბჭო (Majlis Perbandaran Seremban) და ნილაის მუნიციპალური საბჭო (Majlis Perbandaran Nilai) გაერთიანდა და ახალი ადმინისტრაციული ორგანო, სერემბანის საქალაქო საბჭო (Majlis Bandaraya Seremban) შეიქმნა. იმავე წლის 20 იანვარს სერემბანს ცერემონიაზე ოფიციალურად მიენიჭა ქალაქის სტატუსი.[1]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერემბანი მალაიზიის დედაქალაქიდან, კუალა-ლუმპურიდან 60 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. 50 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს ადმინისტრაციული დედაქალაქიდან, პუტრაჯაიადან. სანაპიროდან დაახლოებით 30 კმ-ითაა დაშორებული. შედის Lembah Wawasan Malaysia-ის შემადგენლობაში და დიდი კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტენური ტერიტორიის სამხრეთ კიდედ მიიჩნევა. მდებარეობს მდინარე ლინგის ხეობაში, ტიტივანგსის მთების დასავლეთ პერიფერიებში.[3][4] რელიეფი ძირითადად ბორცვებითაა დაფარული. ნიადაგი მეტწილად მოწითალო ლატერიტისგან შედგება, რაც კაუჩუკისა და პალმის ზეთის მოყვანისთვისაა შესაფერისი. სერემბანი შტატის სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. სერემბანიის დაარსებიდნა მოყოლებული მდინარე ლინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ზრდაში. კალის მოპოვების ბუმის პერიოდში მდინარე ლინგი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი იყო კალით მოვაჭრეთათვის. დღეისთვის მდინარე სერემბანის მეტროპოლიტენური ტერიტორისაა და ნეგერი-სემბილანისთვის წყლის მთავარი წყაროა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის აღწერის მიხედვით, სერემბანის ადმინისტრაციულ რაიონში მალაიზიის 514 909 მოქალაქე ცხობრობს. 56.4%-ს ბუმიპუტერები შეადგენენ, 26.2%-ს ჩინელები, 17%-ს ინდოელები, ხოლო 0.5%-ს სხვა მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირების გამოკლებით, რომელთა რაოდენობაც 41 026-ს უტოლდება.[5]
ეთნიკური ჯგუფები სერემბანში, 2010 წლის აღწერა[5] | ||
---|---|---|
ეთნოსი | მოსახლეობა | % |
ბუმიპუტერა | 290,282 | 52.2% |
ჩინელი მალაიზიელები | 134,572 | 24.2% |
მალაიზიელი ინდოელები | 87,663 | 15.8% |
სხვები | 2,392 | 0.4% |
მოქალაქეობის არმქონენი | 41,026 | 7.4% |
ჯამი | 544,935 | 100% |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერემბანში დაბადებული ადამიანები არიან: ენტონი ლოუკი ― მალაიზიის დემოკრატიული მოქმედების პარტიის (DAP) გენერალური მდივანი; ჩენ მან ჰინი ― მალაიზიის დემოკრატიული მოქმედების პარტიის დამფუძნებელი და სერემბანის პარლამენტის ყოფილი წევრი; ნაბილ აჰმედი ― კომიკოსი; სიტი ნორდიანა ― მომღერალი და მსახიობი; იონგ ნიუკ ლინი ― სინგაპურის ყოფილი მინისტრი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერემბანი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Majlis Perbandaran Seremban დაარქივებული 3 December 2013 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Azzman Abdul Jamal. (20 January 2020) Seremban diisytiharkan bandar raya ms. ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ Hj. Zulheimy Ma'amor: NEGERI SEMBILAN BERMULA DARI SUNGEI UJONG (16 May 2022).
- ↑ Sendayan TechValley.
- ↑ Kawasan Pertumbuhan Utama Pemangkin Pembangunan Negara.
- ↑ 5.0 5.1 2010 Population and Housing Census of Malaysia. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2023.
- ↑ Kota Kembar id. Pemerintah Kota Bukittinggi, Propinsi Sumatera Barat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 21 December 2015
- ↑ https://www.hmetro.com.my/mutakhir/2023/06/977878/seremban-dan-izumi-di-jepun-kini-bandar-berkembar