ბანდუნგი
ბანდუნგი (ინდონ. Kota Bandung) — ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციის დედაქალაქი, ქვეყნის მესამე უდიდესი ქალაქი და 2,4 მლნ მცხოვრებით (2010) მეორე უმსხვილესი მეტროპოლისი.[9] მდებარეობს ზღვის დონიდან 768 მეტრზე, ჯაკარტიდან დაახლოებით 140 კმ–ით სამხრეთ–აღმოსავლეთით. წლის განმავლობაში, ბანდუნგში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა ინდონეზიის ქალაქებს შორის. გაშენებულია მდინარის აუზში, გარსშემორტყმულია ვულკანური მთებით. სწორედ ეს კარგი ბუნებრივი დამცავი სისტემა გახდა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის მთავრობის გეგმისა, კოლონიური დედაქალაქი ბატავიიდან ბანდუნგში გადაეტანათ.
XVIII საუკუნეში ჰოლანდიელმა კოლონისტებმა მთების გარშემო ჩაის პლანტაციები გააშენეს. ასევე გაიყვანეს გზა, რომელიც ამ პლანტაციებს დედაქალაქთან აკავშირებდა. ქალაქის ჰოლანდიელმა მაცხოვრებლებმა მისი მუნიციპალიტეტად გარდაქმნა მოითხოვეს, რაც 1906 წელს იქნა მიღწეული და შედეგად, ბანდუნგი თანდათან პლანტაციების მფლობელთათვის განკუთვნილ საკურორტო ქალაქად გარდაიქმნა, მდიდრული სასტუმროებით, რესტორნებით, კაფეებით; გაიხსნა ევროპული ბუტიკები, რის გამოც ქალაქს ზედემტსახელად იავის პარიზიც კი უწოდეს (ნიდერლ. Parijs van Java).
მას შემდეგ, რაც 1945 წელს ინდონეზიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქალაქმა სწრაფი განვითარება და ურბანიზაცია იწყო, რის შედეგადაც ბანდუნგი იდილიური ქალაქიდან მჭიდროდ დასახლებულ (16 000 ადამიანი კმ²–ზე) მეტროპოლისად გადაიქცა. სწრაფად გამოილია ბუნებრივი რესურსები, მათი დიდი ნაწილი დაცულმა მაღლობებმა, ვილებმა და სხვა უძრავმა ქონებამ დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბანდუნგს დღემდე ბევრი პრობლემა აქვს, იგი მაინც ბევრ იმიგრანტს და დამსვენებელს იზიდავს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-12-10 საიტზე Wayback Machine.
- Official site დაარქივებული 2005-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Official tourism site
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1570.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 2. Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Per Provinsi, Kabupaten/Kota dan Kecamatan Seluruh Indonesia // Peraturan Menteri Dalam Negeri Nomor 6 Tahun 2008 tentang Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan — გვ. 70.
- 1 2 3 4 5 6 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1568.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 2. Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Per Provinsi, Kabupaten/Kota dan Kecamatan Seluruh Indonesia // Peraturan Menteri Dalam Negeri Nomor 6 Tahun 2008 tentang Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan — გვ. 69.
- 1 2 3 4 5 6 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1569.
- 1 2 3 4 5 6 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1571.
- 1 2 3 4 5 6 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1572.
- ↑ Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1573.
- ↑ Discover Bandung. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-07. ციტირების თარიღი: 2020-12-31.