შინაარსზე გადასვლა

საყორნის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საყორნის ქედი
საყორნის ქედის მწვერვალი — საყორნე
საყორნის ქედის მწვერვალი — საყორნე
კოორდინატები: 42°10′02″ ჩ. გ. 45°30′57″ ა. გ. / 42.16722° ჩ. გ. 45.51583° ა. გ. / 42.16722; 45.51583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი უსახელო
სიმაღლე 2902 
სიგრძე 23 კმ
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, ფიქალი და დიაბაზი
საყორნის ქედი — საქართველო
საყორნის ქედი
საყორნის ქედი — კახეთის მხარე
საყორნის ქედი

საყორნის ქედიქედი საქართველოში, კახეთის მხარის თელავის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი განშტოება, მდინარეების სტორისა და დიდხევის წყალგამყოფი, სიგრძე 23 კმ. მთავარი მწვერვალებია უსახელო (2902 მ) და საყორნე (2425 მ). აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა მონაკვეთი, ამას გარდა, – ასპიდური ფიქლებითა და დიაბაზებით. ქედის თხემი საფეხურისებრ დაბლდება, ზოგან მოვაკებულია. კალთები ძლიერ დახრილი და დანაწევრებულია. ჩრდილოეთ ნაწილში მყინვარული ცირკებია. კალთები დაფარულია ფოთლოვანი ტყით, თხემი – სუბალპური ბუჩქნარებითა და მდელოებით, უფრო მაღლა ალპური მდელოთი.