საქართველოს საბჭოების IV ყრილობა
საქართველოს საბჭოების IV ყრილობა, სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოთა მეოთხე ყრილობა[1] (28 მარტი — 3 აპრილი, 1927, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მეოთხე ყრილობა. ესწრებოდა 367 დელეგატი გადამწყვეტი, 110 — სათათბირო ხმით, მათ შორის იყო: 362 სკკპ წევრი და წევრობის კანდიდატი, 31,6% მუშა, 21% გლეხი, 41,6% მუშა-მოსამსახურე, 107 — დაბალი, 110 — საშუალო, 50 უმაღლესი განათლების, 331 ქართველი, 51 სომეხი, 34 რუსი, 14 აფხაზი, 14 ოსი, 13 თურქი, 1 გერმანელი.
საქართველოს საბჭოების IV ყრილობაზე აფხაზეთის სსრ-დან წარმოდგენილი იყო 28 წევრი და 5 კანდიდატი:[2]
დღის წესრიგი:[3]
- ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის (ხანოიანი),
- საქართველოს სსრ მთავრობის (შ. ელიავა),
- საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (ავაქოვი),
- სოფლის მეურნეობის ამოცანების შესახებ (ფილიპე მახარაძე),
- საქართველოს სსრ კონსტიტუციის დამტკიცება (ი. ვარძიელი),
- არჩევნები.
ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) ტექსტი. აირჩია საქართველოს ცაკი 195 წევრისა და 81 კანდიდატის შემადგენლობით, ამიერკავკასიის საბჭოების II ყრილობის დელეგატები.
საქართველოს ცაკის სხდომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ცაკის IV მოწვევის პირველი სხდომა — 4.4.1927, თბილისი;
- საქართველოს ცაკის IV მოწვევის მეორე სხდომა — 14.4.1927, თბილისი;
- საქართველოს ცაკის IV მოწვევის მესამე სხდომა — 23 - 28.1.1928, თბილისი;
- საქართველოს ცაკის IV მოწვევის მეოთხე სხდომა — 3 - 4.7.1928, თბილისი;
- საქართველოს ცაკის IV მოწვევის მეხუთე სხდომა — 1.3.1929, თბილისი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 180-181.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №53 (1808), 8 მარტი, 1927
- ↑ газ. «Советская Абхазия», №57 (1624), 15 март, 1927
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №51 (1806), 5 მარტი, 1927
|