შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საბჭოების VIII ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საბჭოების VIII ყრილობა (15 ნოემბერი, 1936 და 1013 თებერვალი, 1937, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მერვე ყრილობა. პირველ სხდომაზე განიხილა სსრკ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები და საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი. ყრილობამ დაადგინა მორიგი სხდომების მოწვევა სსრკ VIII საგანგებო ყრილობის ჩატარების შემდეგ, რომელსაც უნდა მიეღო ახალი კონსტიტუცია. აირჩია დელეგატები სსრკ VIII-საგანგებო ყრილობაზე. თებერვალში ყრილობამ მუშაობის განახლების შემდეგ მიიღო საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია. ამასთან, დაადგინა ამიერკავკასიის სფსრ-ისა და მისი ხელმძღვანელი ორგანოების ლიკვიდაცია.

საქართველოს ცაკის სხდომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს ცაკის VIII მოწვევის პირველი (მესამე) სხდომა — 21.5.1937, თბილისი;
  • საქართველოს ცაკის VIII მოწვევის მეორე (მეოთხე) სხდომა — 25 - 26.2.1938, თბილისი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]