შინაარსზე გადასვლა

სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობები, სამხრეთ-ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობებისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (საქართველოს სსრ) უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. 1923-1938 წლებში სულ მოწვეულ იქნა 11 საოლქო ყრილობა. 1936 წლის 5 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობას შეეცვალა სახელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოთი.

  1. საქართველოს ცაკის ანგარიში;
  2. სამხრეთ ოსეთის ცაკის ანგარიში;
  3. ტერიტორიალური მშენებლობა;
  4. სამხრეთ ოსეთის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ანგარიში;
  5. სამხრეთ ოსეთის განათლების სახალხო კომისარიატის ანგარიში;
  6. ცაკის არჩევნები;
  7. დელეგატების არჩევა სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობაზე.[4][5]