შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საბჭოების III ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საბჭოების III ყრილობა (59 აპრილი, 1925, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მესამე ყრილობა. ესწრებოდა 353 დელეგატი გადამწყვეტი და 25 — სათათბირო ხმით მათ შორის იყო 84 მუშა, 100 გლეხი, 137 მშრომელთა ინტელიგენციის წარმომადგენელი, 265 სკკპ და ალკკ წევრი, 277 ქართველი, 38 სომეხი, 14 აფხაზი,12 რუსი, 14 თურქი, 11 ოსი, 7 სხვა ეროვნების წარმომადგენელი.

დღის წესრიგი: საქართველოს სსრ მთავრობის ანგარიში (შ. ელიავა), მოხსენებები მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის (ი. ჟვანია), სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (მ. ტოროშოლაძე), განათლების სახალხო კომისარიატის (მარ. ორახელაშვილი), წითელი არმიის ტერიტორიული ნაწილების (კორკი), სასოფლო-სამეურნეო კრედიტის (კ. კაკაბაძე), ამიერკავკასიის სფსრ კონსტიტუციის შესახებ, არჩევნები.

საქართველოს ცაკის სხდომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს III მოწვევის ცაკის პირველი სხდომა — 13 აპრილი, 1925, თბილისი;
  • საქართველოს III მოწვევის ცაკის მეორე სხდომა — 14-18 ივლისი, 1925, თბილისი;
  • საქართველოს III მოწვევის ცაკის მესამე სხდომა — 11-16 ივნისი, 1926, სოხუმი.[1][2][3][4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]