საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი — კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურასა და პარლამენტის შინაგან სტრუქტურას. იგი სავალდებულოა პარლამენტის ყველა წევრისათვის, კომიტეტისათვის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიისათვის, საპარლამენტო ფრაქციისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში — საქართველოს პრეზიდენტისათვის, მთავრობისათვის, პარლამენტის კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის[1].

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე — მას საქართველოს ნორმატიულ აქტთა იერარქიაში ადგილი უკავია საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის გვერდით[2], შესაბამისად, იგი მზადდება და მიიღება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის მიხედვით და მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუმცა კანონისგან განსხვავებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი
  2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი
  3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი