განხილვა:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად ენციკლოპედიურია ეხლა ეს სტატია? ბარემ ყველა კანონები და აქტები ვიკიპედიაში ვწეროთ. ჩემი აზრით ეს სტატია  წასაშლელია--დათო1010 09:45, 6 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

წაიშალოს და მაქსიმუმ 3 წინადადებიანი რეზიუმე იმის შესახებ, თუ რა არის, შეტანილი იქნას უბრალოდ საქართველოს პარლამენტის სტატიაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:14, 6 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვთვლი, რომ ეს სტატია წასაშლელია არაენციკლოპედიურობის მიზეზით. „ბარემ ყველა კანონის“ ლოგიკას რომ მიჰყვე, ყველაფერი უნდა გააქრო, რაც ნორმატიული ხასიათისაა, რაც არ არის სწორი. პარლამენტის რეგლამენტი არ არის „ყველა კანონი“. იგი განსაზღვრავს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურასა და საქმიანობის წესს და მის მნიშვნელობას ქვეყნის უმაღლესი კანონი — კონსტიტუციაც უსვამს ხაზს (საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი). რაც შეეხება ნორმატიული აქტის ადგილს ვიკიპედიაში, შეგიძლიათ თავად ნახოთ, რომ უცხოურ ვიკიპედიებშიც ფართოდ შეხვდებით სხვადასხვა აქტს. ამ სტატიის ანალოგი რუსულ ვიკიპედიაში ვნახე, თუმცა, ინგლისურ ვიკიპედიაშიც არის სხვადასხვა აქტის შესახებ სტატია, მაგალითად, ფედერალური საკანონმდებლო კოდექსი. მეტიც, ცალ-ცალკე სტატიებიც აქვს მიძღვნილი ამ კოდექსის შემადგენელ ნაწილებს (თავებს), მაგალითად, ფედერალური საკანონმდებლო კოდექსის პირველი თავი (ზოგადი დებულებები).
მე შევეცადე, მეჩვენებინა, თუ რატომ არ არის ეს სტატია წასაშლელი, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 13:21, 6 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]