საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.[1] საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.[2]

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის ადგილი სხვა ნორმატიულ აქტებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტს აქვს კანონის ძალა და ნორმატიული აქტების იერარქიაში ადგილს იკავებს კანონის გვერდზე[3]:

ვიკიციტატა
„საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

დ) საქართველოს ორგანული კანონი;

ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან, და მოქმედებს მასში აღნიშნულ დრომდე, მაგრამ არა უგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებისა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.[4] საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.[5] საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე დეკრეტს დასამტკიცებლად წარუდგენს ახალარჩეულ პარლამენტს მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალას კარგავს, თუ ახალარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010
  • პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, წიგნი პირველი, თბ., 2004
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-11 მუხლის მე-5 პუქნტი
  2. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი
  3. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი
  4. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი
  5. 5.0 5.1 საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი