საქართველოს კონსტიტუციური კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს კონსტიტუციური კანონი — მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.[1] კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.

კონსტიტუციური კანონით განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი.[2]

საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო მოწყობის შესახებ მიღებულია ორი კონსტიტუციური კანონი: 2001 წლის კონსტიტუციური კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ და 2004 წლის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. ორივე კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არ ისინი არ შესულა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს კონსტიტუცისა
  • საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ
  • ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010
  • პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, წიგნი I, თბ., 2004
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი
  2. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, პირველი მუხლის მე-5 პუნქტი
  3. ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2004, გვ. 16