შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმებასაქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი, თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით მისი კონკრეტული სახელწოდების მიუხედავად[1].

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კონსტიტუციურ კანონსა და საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ[2][3].

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ
  • ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010
  • პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, წიგნი I, თბ., 2004
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ

  1. საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ, მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი
  2. საქართველოს კანონი საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ, მე-6 მუხლი
  3. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი