სატანის ელექსირები
„სატანის ელექსირები“ | |
---|---|
| |
ავტორი | ერნსტ თეოდორ ჰოფმანი |
ენა | გერმანული ენა |
გამოცემის თარიღი | 1815 |
სატანის ელექსირები (გერმ. Die Elixiere des Teufels) — გერმანელი ავტორის, ერნსტ თეოდორ ჰოფმანის, 1815 წლის რომანი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოებში პროტაგონისტად კაპუცინების ორდენის წარმომნადგენელი - ბერი მედარდი - გვევლინება. ესაა ადამიანი, რომელსაც საკუთარი წარსულიდან არაფერი ახსოვს და ერთადერთი, რაც ბავშვობასთან აკავშირებს, დედის მონაყოლია.[1][2]
ბერს არ ძალუძს, გაუწიოს წინააღმდეგობა იდუმალებით მოცულ სითხეს, რომელიც მასში ძირეულ ვნებებსა და ცხოველურ ინსტინქტებს აღვიძებს. ყველაფერი იწყება იმით, რომ ასკეტურ გზაზე მიმავალს მოუწევს საკმაოდ საპასუხისმგებლო დავალებასთან გამკლავება - განაგოს და დაეუფლოს რელიქვიებით აღსავსე პალატას, რომელშიც, წმინდა ანტონის თანახმად, მრავალი გველის შხამისგან დამზადებული ელექსირი იყო შენახეული. მიუხედავად ამისა, მსგავსმა პატივმა მასზე დესტრუქციულად იმოქმედა, რაც საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ ბერმა საკუთარი თავი ზემოხსენებულ წმინდანთან გააიგივა. ამ მომენტიდან იწყება მასში გაორების პროცესი - მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მის გვერდით მიმავალი შავი აჩრდილი მისი ბნელი მხარეა, რომელიც მას მძიმე ცოდვების ჩადენისკენ უბიძგებს. ცოტა ხანში მას სიყვარულის ობიექტი გამოუჩნდება - სახელად ავრელი -, რომლის შემხედვარე ბერიც მონასტერში ვერ გაძლებს, ამის გამო კი მას რომში გააგზავნიან.
რომისკენ მიმავალ გზაზე ის ხვდება კაცს, რომელსაც ორმოსთან სძინავს და მასში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება. ბერი მის დახმარებას გადაწყვეტს, თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს მახეა - ბერის გაწვდილ ხელზე უბედური შეშინდება და გადავარდება, რის შემდეგაც ბერს მიიყვანენ სასახლეში, როგორც პრინც ვიქტორინს. აქ მას ურთიერთობა ექნება აურელიას დედინაცვალთან, ევფემიასთან. სიყვარულისგან გაშმაგებული, ის კლავს ევფემიას და მის ძმას - ჰერმოგენს. ის ციხიდან მეტყევეთა საცხოვრებელში გარბის, სადაც შეხვდება თავის ორეულს - აღმოჩნდება, რომ სწორედ ის ვიქტორინია, რომელიც ორმოში ჩავარდა და ლოდზე თავის დარტყმისგან მოყენებული ჭრილობის შედეგად გაგიჟდა. მალე მედარდს ციხეში ჩასვამენ, თუმცა ორეულის წყალობით იგი მალევე თავს დააღწევს იქაურობას. საბოლოოდ, ორეულის წყალობით, ყველაფერი იქითკენ წარიმართება, რომ აურელია ბერს სიყვარულში გამოუტყდება და მალევე ისინი დაქორწინდებიან. თუმცა, ქორწილის დღეს, როცა ბერი ორეულსა და გადამრჩენს სიკვდილს მიუსჯიან, მედარდი სიმართლეს გაამხელს და სასახლიდან მეორეჯერ გაიქცევა, ამჯერად ორეულთან ერთად, რომელთანაც გზაში შებრძოლება მოუწევს. მიუხედავად მასზე გამარჯვებისა, მედარდი გონებას კარგავს, გონს მოსვლის შემდეგ აცნობიერებს, რომ ის იტალიურ სამკურნალო დაწესებულებაშია. იგი საკუთარ ცოდვებს პაპის წინაშე მოინანიებს, თუმცა გარკვეულ კონსპირაციულ საკითხებში გაეხვევა, შედეგად ის კიდევ ერთხელ გადაურჩება სიკვდილს. აქედან ის მალევე ბრუნდება მონასტერში, სადაც იგი საბოლოოდ დაინახავს, თუ როგორ კლავს მისი ორეული აურელიას. მისი სიკვდილიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ კი ბერი საკუთარი მემუარების წერას ამთავრებს.
ანალიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია, რომ ნაწარმოების შთაგონების წყაროს წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ინგლისელი ავტორის, მეთიუ გრეგორი ლუისის რომანი - "ბერი". კრიტიკოსთა ნაწილი წიგნს გოთიკური რომანის ჟანრს მიაკუთვნებს,[3] ასევე შესაძლებელია მისი კლასიფიკაცია ბნელი რომანტიზმის ქვეჟანრში.
რომანში რელიგიურ მოტივებს სიუჟეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც არ არის დამახასიათებელი ჰოფმანის შემოქმედებისთვის. ეს ნაწილობრივ იმითაც არის განპირობებული, რომ რომანი ფართო მკითხველისთვის იყო განკუთვნილი. რომანში ასახულია ჰოფმანის გატაცება მუსიკით, მხატვრობითა და არქიტექტურით. ნაწარმოების ერთ-ერთ ლაიტმოტივად დოპელგანგერი - ანუ ბოროტი ორეულის საკითხი - მიიჩნევა.
შესაძლებელია, რომ ნაწარმოები შიზოფრენიის საგნის ლიტერატურული შესწავლაა , რადგან მედარდი თავის ორეულში ხვდება თავის მეორე მეს.
გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოების პირველი გამოცემები ბერლინში იბეჭდებოდა 1815-1816 წლებში. 1827 წელს, ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ იგი ხელახლა გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი გერმანელი პოეტი, ჰაინრიხ ჰაინე აღნიშნულ წიგნზე საუბრისას წერდა:
"სატანის ელექსირები შეიცავს ყველაზე საშინელს და საზარელს, რაც ადამიანის გონებას ძალუძს, გაიფიქროს. "
ბოროტი ორეულის საკითხმა დიდი გავლენა იქონია ედგარ ალან პოზე, სახელდობრ მის მოთხრობაზე – უილიამ უილსონი.[4]
რომანზე დაყრდნობით 1976 წელს რეჟისორმა მანფრედ პურცერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The entire German text of the novel online
- MP3-zip of the entire German audiobook (358 MB)
- Benjamin W. Wells (1920). . ენციკლოპედია ამერიკანა. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|HIDE_PARAMETER15=
,|HIDE_PARAMETER13=
,|HIDE_PARAMETER2=
,|HIDE_PARAMETER21=
,|HIDE_PARAMETER8=
,|HIDE_PARAMETER17=
,|HIDE_PARAMETER20=
,|HIDE_PARAMETER5=
,|HIDE_PARAMETER7=
,|HIDE_PARAMETER10=
,|HIDE_PARAMETER22=
,|HIDE_PARAMETER16=
,|HIDE_PARAMETER19=
,|HIDE_PARAMETER18=
,|HIDE_PARAMETER6=
,|HIDE_PARAMETER9=
,|HIDE_PARAMETER11=
,|HIDE_PARAMETER1=
,|HIDE_PARAMETER23=
,|HIDE_PARAMETER4=
,|HIDE_PARAMETER14=
, და|HIDE_PARAMETER12=
(დახმარება)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Full text of "The devil's elixir", by Ernst Theodor Amadeus Hoffmann
- ↑ The Devil's Elixirs – a classic gothic tale by ETA Hoffmann. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-15. ციტირების თარიღი: 2022-10-12.
- ↑ Lee M. Roberts, Literary nationalism in German and Japanese Germanistik. Peter Lang, 2010, ISBN 1433109344, (pp.114–116).
- ↑ Patrick Labriola, Bonn, Germany. Edgar Allan Poe and E. T. A. Hoffmann: The Double in "William Wilson" and The Devil's Elixirs.