მეთიუ გრეგორი ლუისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეთიუ გრეგორი ლუისი
Matthew Gregory Lewis by Henry William Pickersgill.jpg
დაბადების თარიღი 9 ივლისი 1775(1775-07-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი 1818(1818-05-14)[8] [2] [4] [1] [3] [5] [7] (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი ატლანტის ოკეანე
დასაფლავებულია ზღვა
საქმიანობა რომანისტი[9] , დრამატურგი[9] , პოლიტიკოსი, მწერალი, პოეტი და slave holder[9]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of Great Britain (1707–1800).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
ალმა-მატერი კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი და უესტმინსტერის სკოლა
ჟანრი გოთიკური ლიტერატურა და გოთიკური პროზა
Magnum opus The Monk

მეთიუ გრეგორი ლუისი (ინგლ. Lewis, Matthew Gregory; დ. 9 ივლისი, 1775, ლონდონი — გ. 14 მაისი, 1818, ვესტ-ინდოეთიდან მომავალ გზაზე) — ინგლისელი რომანისტი და დრამატურგი, გოტიკური რომანის „The Monk: A Romance“ ავტორი (1796).

ბიოგრაფია და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთიუ ლუისი დაიბადა ლონდონში, ცნობილი ადამიანების ოჯახში: მამამის იყო მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი, ხოლო დედა მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდა სამეფო კარზე.[10] ლუისმა შესანიშნავი განათლება მიიღო — სწავლობდა ოქსფორდის ვესტმინსტერის სკოლასა და კრაისტ-ჩერჩის კოლეჯში.[11]

იმის გამო, რომ მისი მშობლები მას დიპლომატიურ კარიერას უქადნენ, მეთიუ არდადეგებებს უცხოეთში ატარებდა და ენებს სწავლობდა. 1792 წელს მეთიუ ლუისმა იმოგზაურა გერმანიაში, გაეცნო ადგილობრივ ფოლკლორს. აქ ის ხვდება გერმანული კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლებს, რომანტიკოსებს.

1794 წელს ლუისი დაინიშნა ბრიტანეთის ატაშედ ჰააგაში. სწორედ იქ იგი ქმნის თავის პირველ რომანს, „The Monk“ და ანონიმურად აქვეყნებს.

1796-1800 წლებში ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იყო, ამავე დროს ის აქტიურად წერდა პიესებს, ეცნობოდა ბაირონს, სკოტს, შელის.

1799-1808 წლებში გამოიცემოდა ლუისის ცნობილი კრებულები — „საშინელი მოთხრობები“ (1799), „ჯადოსნური ისტორიები“ (1802) და „რომანტიკული მოთხრობები“ (1808).

1815 წელს მეთიუ გრეგორი ლუისი იამაიკის ეკონომიკის აყვავებითაა დაკავებული. მისი ამ საქმიანობისას მიღეწული შედეგებიდან გამოსარჩევია ის, რომ მან გააუქმა მონობა იამაიკის პლანტაციებში. ასევე, მისი წყალობით, გაუმჯობესდა შრომის იარაღები.

სწორედ იამაიკაში დაავადდა ყვითელი ცხელებით, რის გამოც მოგვიანებით გარდაიცვალა ბრიტანეთისკენ მიმავალ გზაზე 1818 წელს .

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Effusions of Sensibility (unfinished)
  • Ambrosio, or, The Monk: A Romance (3 volumes) (1796, revised 1798)
  • The Bravo of Venice (1805)

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tales of Terror [1799]
  • Tales of Wonder (1801)
  • Romantic Tales (1808)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. Swartz A. Open Library — 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 Legacies of British Slave-ownership — 2004.
  10. "Matthew Lewis". Wordsworth Editions.com. Wordsworth Editions. 2017. Retrieved 14 November 2017. The exact dates of his death are debated, with some believing it to be 14 May and others, 16 May.
  11. Louis F. Peck A Life of Matthew G. Lewis. Cambridge, Mass.: Harvard UP, 1961. Hathi Trust Digital Library. Retrieved on 19 March 2010.