სარიყამიშის ბრძოლა
სარიყამიშის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი | |||
რუსეთის იმპერიის არმიის პოზიციები სარიყამიშთან | |||
თარიღი | 9 (22) დეკემბერი, 1914 - 4 (17) იანვარი, 1915 | ||
მდებარეობა | სარიყამიში, ყარსის პროვინცია, თურქეთი | ||
შედეგი | რუსეთის იმპერიის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სარიყამიშის ბრძოლა ვიკისაწყობში |
სარიყამიშის ბრძოლა — რუსეთის არმიის მიერ კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში განხორციელებული ოსმალეთის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. მიმდინარეობდა 1914 წლის 9 (22) დეკემბრიდან 1915 წლის 4 (17) იანვრამდე.
1914 წლის 15 ნოემბერს რუსეთის არმიის სამი რაზმი თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე გადადის და იწყებს შეტევას ორი მიმართულებით:
- ყარსი–ერზურუმი — სარიყამიშისა და ოლთისის რაზმები (სულ 6 დივიზია).
- ერევანი–ელეშკირტი — ერევნის რაზმი (სულ 2 დივიზია, კავალერია).
ოსმალეთის არმიის მთავარსარდალმა ენვერ-ფაშამ დაგეგმა მეტად გაბედული ოპერაცია: თურქული მე-3 არმიის სამ საარმიო კორპუსს რუსული ქვედანაყოფები უნდა შეებოჭა სარიყამიშთან. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში იმედოვნებდნენ რუსეთის მიერ 1877-1878 წლების ომის შემდეგ მიერთებული ტერიტორიების დაბრუნებას, რეგიონში მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის აჯანყებას, სამხრეთ კავკასიის გაწმენდასა და ბორჯომი-თბილისის მიმართულებით შეტევას.
თუმცა 22 დეკემბრის (4 იანვრის) შემდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. დარუბანდის 154-ე ქვეით კაზაკთა ათასეულის მე-14 ასეულის მებრძოლებმა და ასმეთაურმა ტარას ვაშაკიძემ დაატყვევა თურქეთის III არმიის IX კორპუსის მთელი ხელმძღვანელობა, რამაც პრაქტიკულად გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. რუსულ არმიებს რამდენიმე დღე დასჭირდათ IX და X საარმიო კორპუსების დარჩენილი ნაწილების გასანადგურებლად.
სარიყამიშის ბრძოლაში მონაწილეობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის, „არწივის ბუდის“ აღება და დაცვა. მან ეს ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულა. ამ დროს გამოჩენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, ოქროს სახელობითი ხმლით დააჯილდოვეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ჟუჟუნაშვილი, შაითან კაპიტანი, ჟურნ. „ისტორიანი“, № 5, 2011, მაისი,
- Сарыкамыш. Краткий очерк декабрьской операции 1914 года
- Мартиросян Д. Г. Саракамышская операция (12-24 декабря 1914 г.) // Военно-исторические исследования в Поволжье. Выпуск 7. Саратов, 2006. С.55-65