ენვერ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისმაილ ენვერ-ფაშა

ისმაილ ენვერი, ასევე ცნობილი, როგორც ენვერ-ფაშა ან (თავდაპირველად) ენვერ-ბეი (ოსმ. اسماعیل انور پاشا, თურქ. Enver Paşa, დ. 22 ნოემბერი, 1881 — გ. 4 აგვისტო, 1922) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ბასმაჩების მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. პანთურქიზმის იდეოლოგი და პრაქტიკაში გამტარებელი. 1908 წლის ახალგაზრდა თურქების რევოლუციის აქტიური მონაწილე, ახალგაზრდა თურქების პარტიის „ერთიანობა და პროგრესის“ ერთ-ერთი ლიდერი. სამხედრო დამნაშავე[1][2][3]. 1915 წელს სომხების გენოციდის ერთ-ერთი იდეოლოგი და მონაწილე[4][5].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისმაილ ენვერი დაიბადა 1881 წლის 22 ნოემბერს სტამბოლში, რკინიგზის მუშის ოჯახში. მისი მამა ეთნიკურად თურქი იყო, ხოლო დედა - ალბანელი. დაწყებითი და საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ენვერი შევიდა მონასტირის სამხედრო ლიცეუმში. სასწავლებელშI საშუალო მოსწავლე იყო და დასრულების შემდეგ მიიღო ლეიტენანტის წოდება. სამხედრო განათლება დაასრულა 1903 წელს გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში და მიიღო კაპიტნის წოდება. 1906 წელს დაუკავშირდა პარტია ერთიანობა და პროგრესის საიდუმლო ორგანიზაციას „სამშობლო და თავისუფლება“.

1908 წელს ოსმალეთის არმიის ოფიცრებს შორის გავრცელდა ცნობა რეველში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სა და დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ს შორის ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა რეფოემებს მაკედონიაში. აღნიშნულ ახალ ამბავს ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. 3 ივლისს მაკედონიის ქალაქ რესენშიაჰმედ ნიაზი-ბეის მეთაურობით მოხდა აჯანყება. 6 ივლისს აჯანყებას შეუერთდა ენვერ-ფაშაც. რამდენიმე დღეში ენვერ-ფაშას დანაყოფები რამდენიმე ათასი კაცით გაიზარდა. 1908 წლის 10 ივლისს ენვერ-ფაშამ გამოაცხადა ოსმალეთის იმპერიაში კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. ენერგიულმა მოქმედებებმა და წარმატებებმა იგი საკმაოდ პოპულარული გახადა და ზოგჯერ ნაპოლეონ I-საც კი ადარებდნენ.

რევოლუციის გამარჯვებისა და 1876 წლის კონსტიტუციის არდგენის შემდეგ ენვერ-ფაშა დიპლომატიური მისიით გააგზავნეს ბერლინში. 1909 წელს ბერლინში სამხედრო ატაშედ დანიშნეს და ამ სამსახურში დარჩა კიდევ ორი წელი. გერმანიაში სამსახურის პერიოდში იგი გერმანოფილი გახდა. აღფრთოვანებული იყო გერმანიის არმიის დისციპლინით, მოზადების დონითა და შეიარაღებით.

1913 წელს ოსმალეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. შედეგად დამყარდა „სამი ფაშის დიქტატურა“ (ენვერ-ფაშა, თალაათ-ფაშა, აჰმედ ჯემალ-ფაშა). სამხედრო მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ წამოსწია პანთურქიზმისა და პანარაბიზმის იდები. იყო ოსმალეთიდან ქრისტიანი მოსახლეობის განდევნის მომხრე.

1914 წელს გამოვიდა გერმანიასთან კავშირის დამყარებით, რამაც გამოიწვია ოსმალეთის ჩართვა პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს ეკავა მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობა (მთავარსარდლად ფორმალურად ითვლებოდა სულთანი).

ენვერ-ფაშა, ჯემალ და თალაათ ფაშებთან ერთად, იყო ოსმლეთში სომხების, ასირიელებისა და ბერძნების გენოციდის ორგანიზატორი და შემსრულებელი.

1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსის დროებითი ზავის ხელმოწერის შედმდეგ ტრიუმვირატის წევრებთან ერთად გაიქცა ქვეყნიდან. სტამბოლში გამართულმა სამხედრო საველე ტრიბუნალმა მას დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

1919 წელს შეხვდა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელს კარლ რადეკს და მოლაპარაკებების შემდეგ შუა აზიაში სათავეში ჩაუდგა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლას.

ენვერ-ფაშა გარდაიცვალა 1922 წლის 4 აგვისტოს წითელი არმიის ნაწილებთან ბრძოლაში, თანამედროვე ტაჯიკეთის სოფელ ბალჯუანში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Вердикт («Kararname») турецкого военного трибунала, 1919 Published in the Official Gazette of Turkey (Takvimi Vekayi), no. 3604 (supplement), July 22, 1919. The transcript was translated into English by Haigazn K. Kazarian and published in the Armenian Review, Vol 24 (1971, 4), pp. 19-26.
  2. Priscilla Mary Roberts, World War One, ABC-CLIO, 2006, p. 642: «In July 1919 a Turkish military tribunal found him guilty in absentia of war crimes (the massacre of Armenians) and sentenced him to death.»
  3. Samuel Totten, Paul Robert Bartrop, Steven L. Jacobs. Dictionary of Genocide: A-L, ABC-CLIO, 2008, p. 118: «Like Enver and Talaat, Djemal was wanted for war crimes by the Allies at the time of the Turkish capitulation in 1918, and for his own safety he fled to a number of different havens, ending up in Afghanistan via Russia.»
  4. Israel W. Charny. Encyclopedia of genocide, A-H, p. 213"Ismail Enver Pasha (1881—1922) was an instigator of the Armenian Genocide.«
  5. Richard G. Hovannisian. The Armenian genocide in perspective, p. 33