შინაარსზე გადასვლა

სამხრეთული ვეშაპი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამხრეთული ვეშაპი.
სამხრეთული ვეშაპი

ჩრდილოური სადა ვეშაპი (Eubalaena glacialis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ვეშაპისნაირნი
ოჯახი:  სადა ვეშაპისებრნი
გვარი:  სამხრეთული ვეშაპი
ლათინური სახელი
Eubalaena (J. E. Gray, 1864)
გავრცელება

  ჩრდილოური სადა ვეშაპი
  სამხრეთული სადა ვეშაპი
  იაპონური ვეშაპი

სამხრეთული ვეშაპი (ლათ. Eubalaena) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი სადა ვეშაპისებრთა ოჯახისა. ადრე მოიცავდა ერთადერთ სახეობას (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია), მაგრამ ახლა მისი სხვადასხვა მხარეს მობინადრე პოპულაციები ცალ-ცალკე სახეობებად მიიჩნევა: 1. სამხრეთული სადა ვეშაპი (Eubalaena australis), 2. ჩრდილოური სადა ვეშაპი (Eubalaena glacialis), 3. იაპონური ვეშაპი (Eubalaena japonica). არსებობს სხვა თეორიებიც სახეობების რაოდენობის შესახებ: 1 სახეობა (მხოლოდ „სამხრეთული ვეშაპი“), 2 სახეობა (ერთი, რომელიც ჩრდილოეთშია გავრცელებული და მეორე, რომელიც სამხრეთშია გავრცელებული), ამ გვარის გაერთიანება Balaena-ის გვართან. მათი სხეულის სიგრძე 18 -მდე, ხოლო მასა 91 ტონამდე აღწევს. ფერად მოთეთრო ან რუხები არიან. თავზე აქვთ კანის შესქელებული უბნები. ზრდასრულობას 6–12 წელში აღწევენ, 3–5 წელიწადში ერთხელ მშობიარობენ. მაკეობა 12თვემდე გრძელდება. ახალდაბადებული ვეშაპი 900 კგ-ს იწონის, სიგრძეში კი 4–6 მ-ია. იკვებებიან უმთავრესად ზოოპლანქტონით, აგრეთვე კიბოსნაირებით, კრილით, ნიჩაბფეხიანებით და სხვ. გავრცელებულნი არიან სამხრეთის ოკეანეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში, უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წყნარი ოკეანეში.