სადა ვეშაპისებრნი (ლათ.Balaenidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5-21 მ აღწევს, აქვთ სადა, უნაოჭო მუცელი (აქედანაა სახელწოდებაც), მკერდის მოკლე და ფართო ფარფლები. ვეშაპის ულვაშის ფირფიტები გრძელი (2-4,5 მ), ვიწრო და ელასტიკურია. სადა ვეშაპისებრნი აერთიანებს 3 გვარს, თითოეულში თითო სახეობაა: ჯუჯა ვეშაპი (სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ წყლებში), გრენლანდიური ვეშაპი (ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში) და სამხრეთული ვეშაპი (ორივე ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ ზღვებში). მცირერიცხოვანია. იკვებებიან ზოოპლანქტონით. ცურავენ ნელა, წყალში ღრმად არ ჩადიან. სადა ვეშაპისებრნზე ნადირობა 1946 წლიდან აკრძალულია.