კრილი
| კრილი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჩრდილოური კრილი (Meganyctiphanes norvegica') | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Euphausiacea (Dana, 1852) | ||||||||||||
| ||||||||||||
კრილი[1] (ლათ. Euphausiacea) — ზღვის უმაღლესი კიბოსნაირების რიგი. სხეულის სიგრძე 7 მმ-დან 10–15 სმ-მდეა. გარეგნულად წააგვანან კრევეტებს. ღეროსებრი ფასეტური თვალები კარგადაა განვითარებული. ლაყუჩები გამოსულია მკერდის ფეხების ძირიდან, არ არიან დაფარული კარაპაქსით. ორგანშტოებიანი მკერდის ფეხები გამოიყენება მხოლოდ საცურაოდ. აქვთ განათების ორგანოები — ფოტოფორები; როდესაც ისინი არ არის ანთებული, მაშინ კრილი არ ჩანს, რადგან მათი სხეული გამჭვირვალეა. ცნობილია 90-მდე სახეობა, რომლებიც 2 ოჯახშია გაერთიანებული: Euphasiidae და Bentheuphausiidae (ერთი სახეობით — Bentheuphausia amblyops). პლანქტონური ორგანიზმებია. კვერცხს ყრიან წყალში. ვითარდებიან მეტამორფოზით. წარმოადგენენ წყლის სარეწი თევზებისა და უკბილო ვეშაპების საკვებს. ყველაზე ცნობილი სახეობაა ანტარქტიკული კრილი (Euphausia superba).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Euphausiacea — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Чесунов А. В. Эвфаузиевые // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 503.