სალაჰ ად-დინ ბიტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალაჰ ად-დინ ბიტარი
არაბ. صلاح الدين البيطار
სალაჰ ად-დინ ბიტარი არაბ. صلاح الدين البيطار
სირიის დროშა სირია — 59-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი 1966 – 23 თებერვალი 1966
წინამორბედიიუსეფ ზუზაინი
მემკვიდრეიუსუფ ზუზაინი

სირიის დროშა სირია— 56-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მაისი 1964 – 3 ოქტომბერი 1964
წინამორბედიამინ ალ - ჰაფეზი
მემკვიდრეამინ ალ -ჰაფეზი

სირიის დროშა სირია — 54-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მარტი 1963 – 12 ნოემბერი 1963
წინამორბედიხალედ ბეი ალ -აზემი
მემკვიდრეამინ ალ -ჰაფეზი

სირიის დროშა სირია — საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივნისი 1956 – 1966 თებერვალი

დაბადებული1912
დამასკო, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი21 ივლისი, 1980
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაბაასი
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიტი მუსლიმი

სალაჰ ად-დინ ბიტარი (არაბ. صلاح الدين البيطار; 1912 დამასკო, ოსმალეთის იმპერია — 21 ივლისი, 1980, პარიზი, საფრანგეთი) — სირიის სახელმწიფო მოღვაწე, ბაასის პარტიის წევრი, სირიის პრემიერ მინისტრი (1963, 1964, 1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მდიდარი  სუნიტი მუსლიმის, მარცვლეულით  მოვაჭრის რელიგიურ ოჯახში.

1929-1934 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში. ამ დროს ის სოციალისტური იდეებით იყო გამსჭვალული. თუმცა, 1936 წელს  კომუნისტების საფრანგეთის მთავრობაში შესვლის შემდეგ,  მემარცხენე იდეები მიმართ იმედგაცრუებული დარჩა, კოლონიალურ საკითხზე ფრანგი კომუნისტების ზომიერი პოზიციის გამო.

1945 წელს გახდა არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტი - ბაასის  ბიუროს წევრი. 1947 წელს, პარტიის პირველ ყრილობაზე, იგი აირჩიეს გენერალურ მდივნად.

1954 წელს მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ადიბ ალ-შიშაქლის დამხობაში.

1956-1958 —სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი აქტიურად ემხრობოდა სირიის ეგვიპტესთან გაერთიანებას და გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შექმნას.

1958 წელს, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შექმნის  შემდეგ, სალაჰ ად-დინ ბიტარი გახდა საქმეთა წარმოების  მინისტრი. ამასთან, სირიელი პოლიტიკოსების გამაერთიანებელი იდეის მრავალი მიმდევრის მსგავსად, იგი მალე იმედგაცრუებული დარჩა და 1959 წელს გადადგა.

სირიის თექვსმეტი გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურიდან სალაჰ ად-დინ ბიტარი ერთ-ერთი იყო, ვინც ხელი მოაწერა  გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან გამოსვლის მხარდამჭერ დეკლარაციას, თუმცა შემდეგ უკან წაიღო თავისი ხელმოწერა.

1963 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იგი დაინიშნა კოალიციური მთავრობის პრემიერ მინისტრად. ბაასის პარტიის მეექვსე კონგრესის შემდეგ, პრემიერ მინისტრის სავარძელი დაუთმო ამინ ალ-ჰაფეზს.

ამასთან, 1964 წელს, ჰამაში მომხდარი არეულობების შემდეგ, ის კვლავ გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი.

1966 წლის 23 თებერვალს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გენერალი სალაჰ ად-დინ ბიტარი  ტყვედ აიყვანეს და დააპატიმრეს, პარტიის ისტორიული ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან ერთად. ამასთან, 1966 წლის აგვისტოში მან მოახერხა ბეირუთში გაქცევა.

1969 წელს სალაჰ ად-დინ ბიტარს, სირიის დამხობილი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალურმა სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.

კაიროს აეროპორტში გამალ აბდელ ნასერთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიწყალა პრეზიდენტმა ჰაფეზ ასადმა 1978 წელს და შეხვდა კიდეც,  მათ შორის შერიგება არ შედგა და სალაჰ ად-დინ  ბიტარმა გადასახლებული მთავრობის სახელით  სირიის მმართველი გუნდის  წინააღმდეგ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია.

1980 წლის 21 ივლისს სალაჰ ად-დინ ბიტარი პარიზში მოკლეს. მკვლელობის დილას, მას ტელეფონით დაუკავშირდა გაზეთ „ალ-იჰია ალ-არაბიას“ (არაბული აღორძინება) ჟურნალისტი და შეუთანხმდა შეხვედრაზე. როდესაც ბიტარი ლიფტიდან გამოვიდა და თავის კაბინეტში შედიოდა, უკნიდან ორი ტყვია დაახალეს თავში.

მისი მკვლელის ვინაობა ვერ გაირკვა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია რომ მისი მკვლელობა ჰაფეზ  ასადმა შეუკვეთა.  ბიტარმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე  საფრანგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას  შეატყობინა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო,  ემუქრებოდნენ ფოსტით და ტელეფონით. მან მიმართა პირადი უსაფრთხოების ზომებს, შეზღუდა გადაადგილება.[1][2][3]

მკვლელობის დროს, ბიტარს ჰქონდა სამხრეთ იემენის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი.

მოგვიანებით იგი დაკრძალეს ბაღდადში.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალაჰ ად-დინ ბიტარის მიერ გამოქვეყნებული წიგნები[4]:

  • Al-Siyasah al-Arabiyah bayn al-Mabda wa al-Tatbiq (არაბული პოლიტიკა პრინციპში და პრაქტიკაში). Beirut: Dar al-Taliah, 1960.
  • Nida al-Ba'th (ბაასის ბრძოლა). Beirut: Dar al-Taliah, 1963-1965. Vols. 1-4 contain items by subject.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 სქოლიო    [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.washingtonpost.com/archive/politics/1980/07/22/prominent-enemy-of-syrias-assad-is-slain-in-paris/03d0ff98-33a5-4c84-9fe8-a3b0b3df0851/[მკვდარი ბმული] accessed 9/1/2017
  2. https://books.google.co.uk/books?id=NgDks1hUjhMC&pg=PA670&lpg=PA670&dq=bitar+assassinate+assad&source=bl&ots=kYGIGLX2D8&sig=l-PP1tBaqwUx-Cs064mJ_GWJcEs&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwi_zpjRs7XRAhUMI8AKHT9_AGIQ6AEIMTAF#v=onepage&q=bitar%20assassinate%20assad&f=falseaccessed+9/1/2017
  3. https://www.washingtonpost.com/archive/politics/1980/07/22/prominent-enemy-of-syrias-assad-is-slain-in-paris/03d0ff98-33a5-4c84-9fe8-a3b0b3df0851/ accessed 9/1/2017
  4. Bernard Reich (ed.), Political Leaders of the Contemporary Middle East and North Africa: A Biographical Dictionary, Greenwood Publishing Group, 1990, p. 111