კარლ ტროლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ ტროლი
250პქპქ
კარლ ტროლი
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1899
დაბ. ადგილი გაბერზე, გერმანია
გარდ. თარიღი 21 ივლისი, 1975
გარდ. ადგილი ბონი, გერმანია
დასაფლავებულია Poppelsdorfer Friedhof
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ჯილდოები Carus medal, Albrecht Penck medal, შეელეს პრემია, ვეგას მედალი და Victoria Medal

კარლ ტროლი (გერმ. Carl Troll; დ. 24 დეკემბერი, 1899, გაბერზეე — გ. 21 ივლისი, 1975, ბონი) — გერმანელი გეოგრაფი. ლანდშაფტების ეკოლოგიის (1939) ანუ გეოეკოლოგიის (1968) ფუძემდებელი. ბოტანიკოსის ვილჰელმ ტროლის ძმა. 1921 წელს გახდა ბოტანიკის მეცნიერებათა დოქტორი. ბერლინისა (1930) და ბონის (1938) უნივერსიტეტების პროფესორი. 1960-1964 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. 1926 წლიდან მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ცენტრალური აზიის მთიან რაიონებში ჩატარეულ ექსპედიციებში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა რელიეფის, კლიმატის, მცენარეულობისა და მათი ურთიერთკავიშირის საკითხებს. 1939 წელს შემოიღო ტერმინი ლანდშაფტების ეკოლოგია — დისციპლინა, რომელიც იმყოფება ეკოლოგია-გეოგრაფიის მიჯნაზე.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ausgewählte Beiträge, [Bd] 1-3, Wiesbaden, 1966.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]