მაიკლ ჯონ უაიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაიკლ ჯონ უაიზი
Michael John Wise 2.jpg
დაბ. თარიღი 17 აგვისტო 1918(1918-08-17)[1]
გარდ. თარიღი 13 ოქტომბერი 2015(2015-10-13) (97 წლის)
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
მუშაობის ადგილი ლონდონის ეკონომიკის სკოლა, ლონდონის უნივერსიტეტი და ბირმინგემის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბირმინგემის უნივერსიტეტი
ჯილდოები სამხედრო ჯვარი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, დამფუძნებლის მედალი[2] და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი

მაიკლ ჯონ უაიზი (ინგლ. Michael John Wise; დ. 17 აგვისტო, 1918 — გ. 13 ოქტომბერი, 2015) — ბრიტანელი გეოგრაფი. ლონდონის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი. 1976-80 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. სალტლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბირმინგემის უნივერსიტეტში, სადაც 1939 წელს გახდა გეოგრაფიის ბაკალავრი. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მსახურობდა ევროპაში, ბრიტანეთის არმიის რიგებში და ახლო აღმოსავლეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაბრუნდა ბირმინგემში, როგორც ლექტორის ასისტენტი და ლექტორი და 1951 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი, რის შედეგადაც, გადაინაცვლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1944 წელს მიიღო მაიორის წოდება. 1979 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. დაჯილდოებულია სამხედრო ჯვრით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]