ვლადიმერ კოლოსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ კოლოსოვი
Vladimir Aleksandrovich Kolosov.jpg
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი 1953(1953-10-16) (66 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო სფერო პოლიტოლოგია და პოლიტიკური გეოგრაფია
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Q4217699?
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მეგობრობის ორდენი

ვლადიმერ კოლოსოვი (რუს. Владимир Александрович Колосов; დ. 16 ოქტომბერი, 1953) — რუსი პოლიტოლოგი და პოლიტგეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2012-2016 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი; რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული ფაკულტეტი და ასპირანტურა, სადაც 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2012 წლის აგვისტოში ქალაქ კელნში გამართულ საერთაშორისო გეოგრაფიულ კონგრესზე აირჩიეს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტად. კითხულობდა ლექციებს და მუშაობდა ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის უნივერსიტეტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საველე კვლევასა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში. 2001 წლიდან არის ტულუზის II უნივერსიტეტის პროფესორი. ვლადიმერ კოლოსოვი 350-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მშობლიური ენის — რუსულის გარდა, ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]