საბუე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
საბუე | |
---|---|
კოორდინატები: 42°12′25″ ჩ. გ. 45°36′28″ ა. გ. / 42.20694° ჩ. გ. 45.60778° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3097 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
საბუე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების სტორისა და საბაკუნისხევის (ანდის ყოისუს აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3097 მ. აგებულია იურული მერგელოვანი ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. კალთებზე შერეული ფართოფოთლოვანი ტყეა, ტყის ზემოთ — ალპური და სუბალპური მდელოები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 569.