საბიჰა გიოქჩენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბიჰა გიოქჩენი
თურქ. Sabiha Gökçen
დაბადების თარიღი 21 მარტი 1913
ბურსა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 2001 (88 წლის)
ანკარა, თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
ალმა-მატერი უსკუდარის ამერიკული აკადემია
საქმიანობა ავიატორი, ავტორი და პრესსპიკერი
ცნობილია როგორც პირველი თურქი ქალი, რომელიც დაფრინავდა კონფლიქტების დროს.
მშობლები მამა: მუსტაფა იზეთ ბეი
დედა: ჰაირიე ჰანიმი

საბიჰა გიოქჩენი (თურქ. Sabiha Gökçen; დ. 21 მარტი 1913, ბურსა, თურქეთი – გ. 22 მარტი 2001, ანკარა, თურქეთი)[1] — თურქი ავიატორი. პირველი თურქი სამხედრო პილოტი 23 წლის ასაკში.[2] ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მათ შორის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად,[3] იგი ასევე მსოფლიოში პირველი ქალი მებრძოლი პილოტია, რომელიც 1936 წელს, ესქიშეჰირის სამხედრო საავიაციო აკადემიაში ჩაირიცხა. საბიჰა ქემალ ათათურქის ცამეტი ნაშვილები შვილიდან ერთ-ერთია.

2004 წელს, გიოქჩენის წარმოშობამ გამოიწვია დაპირისპირება, როდესაც ჰრანტ დინქმა, თურქულ-სომხური წარმოშობის ჟურნალისტმა, გამოაქვეყნა ინტერვიუ საბიჰას დისშვილთან, რომელიც აცხადებდა, რომ საბიჰა სომხური წარმოშობისაა. ამის შემდეგ, საბიჰას ნაშვილებმა დამ იულქიუ ადათეფემ, სადავო ინტერვიუში განაცხადა, რომ საბიჰას რეალურად ბოსნიელი წინაპრები ჰყავდა.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათათურქის ქალიშვილები; მრცხნიდან მარჯვნივ: ზეჰრა აილინი, რუქიე (ერქინი) და საბიჰა (გიოქჩენი).
მრცხნიდან მარჯვნით: რუქიე (ერქინი), საბიჰა (გიოქჩენი), აფეთ (ინანი) და ზეჰრა აილინი.

საბიჰა გიოქჩენის წარმომავლობა დავის საგანია. ოფიციალური თურქული წყაროების და საბიჰა გოიქჩენის ინტერვიუების თანახმად, ის მუსტაფა იზეთ ბეის და ჰაირიე ჰანიმის ქალიშვილია. 1925 წელს, ათათურქის ბურსაში ვიზიტის დროს საბიჰამ, რომელიც მაშინ მხოლოდ თორმეტი წლისა იყო, სთხოვა ნებართვა გაესაუბრა ათათურქს, რომლისთვისაც გამოთქვა სურვილი ესწავლა სკოლა-ინტერნატში. საბიჰას ისტორიის და საცხოვრებელი პირობების შესწავლის შემდეგ, ათათურქმა გადაწყვიტა მისი შვილობილად აყვანა და საბიჰას ძმისგან ნებართვა აიღო, რომ მისი და ჩანქაიას სასახლეში, ანკარის პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაეყვანა, სადაც საბიჰა ათათურქის სხვა შვილად აყვანილი ქალიშვილებთან, ზეჰრასთან, აფეთთან და რუქიესთან ერთად იცხოვრებდა. საბიჰამ დაამთავრა ანკარის ჩანქაის დაწყებითი სკოლა და უსქუდარის ამერიკული აკადემია სტამბოლში.

2004 წლის თებერვალში, გაზეთ "Agos"-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით "საბიჰა ჰათუნის საიდუმლო", რომელიც შეიცავს ჰრიფსიმე სებილჯიანის მიცემულ ინტერვიუს, გაზინთეფის ყოფილი მკვიდრის, სადაც იგი აცხადებს, რომ გიოქჩენის დისშვილია და რომ გიოქჩენი თავად სომხური წარმოშობისაა.[5] მისი განცხადებით, მუსტაფა ქემალმა როდესაც დაინახა საბიჰა, რომელიც მოათავსეს ბავშვთა სახლში, სომხების გენოციდის შემდეგ, აიყვალა იგი შვილად. [6] ისტორიკოს ფარსი თუღლაჯის განცხადებით, გიოქჩენმა თავასი სომხური იდენტობა ანკარაში შეიტყო, როდესაც მისი ოჯახის წევრები ბეირუთიდან დაუკავშირდნენ.[7] დაუდასტურებელი ინფორმაციით გიოქჩენმა ეწვია თავის სომეხ ნათესავებს ბეირუთში. მას ოთხი ძმა ჰყავდა: სარქისი, ბოღოსი, ჰაჯიკი და ოვანესი.[8]

მას შემდეგ, რაც თურქეთში დაინერგვა "გვარი კანონი", 1934 წლის 19 დეკემბერს ათათურქმა საბიჰას გიოქჩენის გვარი მისცა, სადაც "Gök" თურქულად ნიშნავს ცას, ხოლო გიოქჩენი ნიშნავს "ცასთან დაკავშირებულ ადამიანს". თუმცა, ამ დროს საბიჰას არ იყო დაინტერესებული ავიაციით,[9][10] მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ ავიაციამ საბიჰა გაიტაცა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბიჰა გიოქჩენი ათენში, 1938 წლის ბალკანეთის ტურის დროს.

ათათურქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ავიაციას და ამ მიზნით 1925 წელს კურირებდა თურქეთის საავიაციო ასოციაციის ფონდს. 1935 წლის 5 მაისს მან საბიჰასთან ერთად დაესწრო Türkkuşu (თურქული ჩიტი) საბრძოლო სკოლის გახსნის ცერემონიას. თვითმფრინავების და პარაშუტისტების ავიაშოუ, საზღვარგარეთიდან მოწვეული სტუმრებზე და საბიჰაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ავიაშოუს შემფეგ, როდესაც ათათურქმა საბიჰას ჰკითხა სურს თუ არა მას გახდეს პარაშუტისტი, მან თავი დაუქნია: "დიახ, მართლაც, მე მზად ვარ, ახლავე". მაშინ ათათურქმა დაავალა ფუატ ბულჯას, სკოლის ხელმძღვანელს, დაარეგისტრირებინა საბიჰა, როგორც პირველი ქალი-პრაქტიკანტი. საბიჰა ბევრად უფრო დაინტერესებული იყო ფრენით, ასე რომ, საბოლოოდ მან პილოტის დიპლომი მიიღო. გიოქჩენი შვიდ მამაკაც სტუდენთან ერთად რუსეთში გაგზავეს, რომ უფრო განევითარად მათი უნარები თვითმფრინავის პილოტირებაში. თუმცა, როდესაც იგი მოსკოვში შეიტყო ახალი ამბავი, რომ ზეჰრა გარდაიცვალა, დაბრუნდა თურქეთში და თავი დაანება სოციალურ საქმიანობას გარკვეული დროის განმავლობაში.

თურქეთში იმ დროისთვის გოგონებისთვის არ იყო მიღებული სამხედრო კოლეჯში სწავლა, მაგრამ ათათურქის ბრძანებით, საბიჰას პერსონალურად მიიღეს და გაიარა თერთმეტთვიანი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ესქიშეჰირის Tayyare Mektebi (საავიაციო სკოლაში), 1936-1937 წლებში. ფრენის პატენტის (დიპლომი) აღების შემდეგ, გაიარა 6 თვიანი ტრენინგი ომის პილოტობაზე.

მან გააუმჯობესა თავისი ცოდნა, როგორც ბომბდამშენის და მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი ესქიშეჰირის ავიაბაზაზე და მიიღო გამოცდილება მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა 1937 წლის ეგეოსის და თრაკიის წვრთნებში. ამავე წელს, მონაწილეობა მიიღო დერსიმის ხოცვა-ჟლეტაში და გახდა საჰაერო ძალების პირველი თურქი სამხედრო ქალი-პილოტი. გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, საბიჰას ჩამოგდებულმა 50 კგ ბომბმა "სერიოზული ზიანი" მიაყენა ორმოცდაათ ჯგუფიან გაქცეულ "ბანდიტებს",[11] ხოლო ამისთვის მას მიენიჭა წერილობითი მადლიერება. მან ასევე მიიღო თურქეთის საავიაციო ასოციაციის პირველი "Murassa (სამკაულებიანი) მედალი" მისი უმაღლესი წვლილისთვის ამ ოპერაციაში.[9]

1938 წელს, მან წარმატებით განახორციელა ხუთდღიანი ფრენა ბალკანეთის ქვეყნების გარშემო. იმავე წელს დაინიშნა თურქეთის საავიაციო ასოციაციის Türkkuşu ომის სკოლის "მთავარ მწვრთნელად", სადაც 1954 წლამდე მუშაობდა, როგორც ინსტრუქტორი, ხოლო შემდეგ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად დაინიშნა. საბიჰამ გადაამზადა ისეთი ქალი ავიატორები, როგორიცაა ედიბე სუბაში, ილდიზი უჩმანი, საჰავეთ ქარაფასი და ნეზიჰე ვირანიალი. საბიჰა გიოქჩენმა იფრინა მსოფლიოს გარშემო 28 წლის განმავლობაში, 1964 წლამდე. მისი წიგნი, სახელწოდებით "ათათურქის ცხოვრებისეული გზით" გამოიცა 1981 წელს, თურქეთის საავიაციო ასოციაციის მიერ, ათათურქის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად.

მთელი მისი კარიერის განმავლობაში, რაც გაატარა თურქეთის საჰაერო ძალებში, გიოქჩენმა იფრინა 22 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინაზე, 8,000 საათზე მეტი, აქედან 32 საათის განმავლობაში ასრულებდა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.[12]

კამათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 2004 წლის სტატიაში "საბიჰა ჰათუნის საიდუმლო" გაჩნდა ვერსია იმისა, რომ საბიჰას ჰქონდა სომხური წარმოშობა, ბევრი შეედავა ამ საკითხს, მათ შორის ათათურქის ბოლო ცოცხალი ქალიშვილი, იულქიუ ადათეფე, რომელიც გამოთქვა პრეტენზია ინტერვიუს დროს.[13][14][15] ადათეფეს თქმით, საბიჰას დედა ჰაირიე ეთნიკურად ბოსნიელი იყო.[4] უბრალო მოსაზრება, რომ გიოქჩენი შეიძლებოდა ყოფილიყო სომხური წარმოშობის, გამოიწვის დიდი რეზონანსი თურქეთში და ჰრანტ დინკს, ჟურნალისტს, რომელმაც დაწერა სტატია, გაუხსნეს ცეცხლი, რომ მოეკლათ, ხოლო თურქეთის გაზეთ პუბლიცისტები და თურქული ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები, იგი შეაფასეს, როგორც მოღალატე.[16] დინკს შემდგომში შეეფარდა 6 თვიანი პატიმრობა საქალაქო სასამართლოს მიერ, "თურქი ერის შეურაცხყოფის" ბრალდებით.[17][18]

მემკვიდრეობა და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.ntv.com.tr/turkiye/sabiha-gokcen-google-ana-sayfasinda,84NXBXk620mwTL0rKrwfSA
  2. Naughton, Russell. (2014)Sabiha Gokcen (1913-2001), Pioneer Aviatrix. Hargrave Pioneers of Aviation. ციტირების თარიღი: 17 November 2014.
  3. 3.0 3.1 First Female Combat Pilot. ციტირების თარიღი: 15 May 2016.
  4. 4.0 4.1 Koser, Mutlu (23 February 2004). „İşte soyağacı“. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 Apr 2015. ციტირების თარიღი: 13 July 2008.
  5. Sabiha Hatun'un Sırrı
  6. The New Turkey: The Quiet Revolution On The Edge Of Europe
  7. „Gökçen Ermeni’ydi“. Hürriyet (თურქული). 22 February 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2016.
  8. Bal, Ali (16 April 2010). „Sabiha Gökçen et la controverse sur ses origines“ (French). Turquie News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2016.
  9. 9.0 9.1 Dünyanın İlk Kadın Savaş Pilotu: Sabiha Gökçen tr. Türk Hava Kuvvetleri (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 17 November 2014.
  10. Atatürk, Kemal (1 January 1998). Atatürk'ün bütün eserleri (tr). Kaynak Yayınları, გვ. 109. ISBN 978-975-343-235-1. 
  11. Türkiye Cumhuriyetinde Ayaklanmalar (1924–1938) The Rebellions in the Republic of Turkey, 1924-1938
  12. TRT documentary on Sabiha Gökçen YouTube-ზე. See 9m30s in for 1996 USAF poster claim.
  13. Tekin, Hüseyin (28 February 2004). „Sabiha Gökçen tartışmasında kim ne yazdı“. Hürriyet (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 July 2008.
  14. Morgan, Tabitha (29 February 2004). „Turkish heroine's roots spark row“. BBC News.
  15. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. (28 February 2005) 2004 Country Report on Human Rights Practices in Turkey. Country Reports on Human Rights Practices. US State Department. ციტატა: „In February, the Hurriyet newspaper's publication of a report that Sabiha Gokcen--an adopted daughter of Mustafa Kemal Ataturk, who was the country's first female pilot--was of Armenian descent drew a number of racist public statements. The Turkish General Staff issued a statement criticizing the reports on Gokcen's Armenian ancestry as 'a claim that abuses national values and feelings' while the Turkish Air Association called the report 'an insult' to Gokcen and to Ataturk.“ ციტირების თარიღი: 25 July 2008.
  16. Cable reference id: #04ISTANBUL374. web.archive.org (10 March 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2013. ციტირების თარიღი: 17 November 2014.
  17. Elanchenny, Susae (2010) Breaking the Ice The Role of Civil Society and Media in Turkey-Armenia Relations An Evaluation of the 'Dialogue-Building between Turkey and Armenia' Project. Istanbul: Istanbul Kültür University, გვ. 13. ISBN 6054233807. 
  18. Ertürk, Nergis (2011) Grammatology and literary modernity in Turkey. Oxford, UK: Oxford University Press, გვ. 84–5. ISBN 0199746680.