საბვეი (რესტორანი)
საბვეი (ინგლისურად: Subway) ამერიკული კერძო რესტორნების ქსელია. ის სახელგანთქმულია თავისი ზღვის პროდუქტების სენდვიჩებითა და სალათებით. საბვეი მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზადი ფრენჩაიზია.[1] 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით მას 100-ზე მეტ ქვეყანაში 41 512 რესტორანი ჰქონდა გახსნილი. მისი ლოკაციების უმეტესობა (23,928 ან 57,6%) ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.[2] ის მსოფლიოში უდიდესი ერთბრენდიანი კომპანიაა და ასევე უმსხვილეს სარესტორნო ობიექტს წარმოადგენს.[3]
საბვეის საერთაშორისო შტაბ- ბინა მილფორდში, კონექტიკუტში მდებარეობს. ევროპული ფრენჩაიზების რეგიონალური ოფისი მდებარეობს ამსტერდამში (ნიდერლანდები), ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ოფისი ბრიზბენში (ავსტრალია), ხოლო აზიის სათაო ოფისი ბეირუთში (ლიბანი) და სინგაპურშია. ლათინურ ამერიკის მხარდაჭერის ცენტრი მაიამიშია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წელს, ფერდ დე ლუკამ მეგობარ პიტერ ბაქისგან 1000 დოლარი ისესხა, რომ ბრიჯპორტში, კონექტიკუსში კომპანია ,,Pete's Super Submarines" (პიტერის სუპერ წყალქვეშა ნავები) გაეხსნა. იმავე წელს მეგობრებმა ჩამოაყალიბეს Doctor's Associates Inc. რომლის შედეგადად სარესტორნო ქსელი გააფართოვეს. კომპანიის ჩამოყალიბების მთავარ მიზეზს დე ლუკას სამედიცინო სასწავლებლის საფასურის დაფარვა წარმოადგენდა. Doctor's Associated არანაირად არ იყო დაკავშირებული სამედიცინო ორგანიზაციასთან. 1968 წელს სენდვიჩების კომპანიას სახელი გადაერქვა და ოფიციალურად დაერქვა საბვეი (Subway). [4]
მდებარეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის ივლისის მონაცემებით საბვეის მსოფლიოს 111 ქვეყანაში 41 600-მდე რესტორანი ჰქონდა. ამ ადგილებიდან უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს. 24 129 აშშ – ში, 3 155 კანადაში და 929 მექსიკაში. ამერიკაში საბვეის დაახლოებით იმდენივე რესტორანია, რამდენიც მაკდონალდსი და სტარბაქსი. ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ, ყველაზე მეტი რესტორანი ავსტრალიაშია (დაახლოებით 1 400), ასევე ბრაზილიაში (2 200 ლოკაცია) და გაერთიანებულ სამეფოში (დაახლოებით 2 300). [5]
პროდუქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბვეის ძირითად პროდუქტს სენდვიჩი წარმოადგენს. ამათთან ერთად რესტორნების ქსელში იყიდება: შეხვეული პროდუქტები, სალათები და სენდვიჩის სხვადასხვა ვარიაციები. ასევე იყიდება ცომეულიც: ფუნთუშები, დონატები და მაფინები.
საბვეის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი B.M.T.-ია (შემოკლებით: უდიდესი, ყველაზე ხორციანი და უგემრიელესი). ის შეიცავს პეპერონს და ძეხვის სხვადასხვა ვარიაციებს. თავდაპირველად სახელწოდება იშიფრებოდა როგორც ბრუკლინიდან მანჰეტენამდე გადაზიდვა.
საბვეი ასევე ყიდის სასაუზმო სენდვიჩებს, ინგლისურ მაფინებსა და თხელ პურებს. 2006 წელს ამერიკის ზოგიერთ ადგილას დაემატა ,,კერძო პიცები". ამ სახეობის პროდუქტი მხოლოდ სპეციალური შეკვეთებით მზადდება. 2009 წელს საბვეიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც დაიწყეს სიეტლის საუკეთესო ყავის (Seattle's Best Coffee) წარმოება.
2009 წელს, ზაგატის გამოკითხვების შედეგად საბვეი მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ სწრაფი კვების ობიექტთა ქსელად დასახელდა. საბვეი გამოკითხვაში ასევე ლიდერობდა საუკეთესო მომსახურებისა და პოპულარულობის ნაწილებშიც. შემოსავლის მიხედვით ის მეორე ადგილზე გავიდა ვენდისის შემდეგ. [6]
2017 წლის 18 აპრილს, საბვეიმ განაცხადა, რომ აპირებდა ახალი პროდუქტების წარმოებას: Chipotle Steak & Cheese, Triple Cheese, Chicken Cordon Bleu.
2018 წლის 21 სექტემბერს საბვეიმ დაამატა ახალი სტილის სენდვიჩი Chipotle Cheesesteak, რომელიც გაყიდვაში მცირე დროით ჩაეშვა. არკანზასის შტატში დაიწყო ხრაშუნა ქათმის სენდვიჩის ტესტირება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Herold, Tracy Stapp (February 6, 2015). "Top Fastest-Growing Franchises for 2015". Entrepreneur. Retrieved December 5, 2017.
- ↑ "Explore Our World". Subway. Retrieved October 17, 2019.
- ↑ "World's Largest Fast Food Chains". Food & Wine. May 8, 2017. Retrieved December 5, 2017.
- ↑ "SUBWAY® Timeline" . Subway. 2019. Archived from the original on December 25, 2019. Retrieved January 13, 2020.
- ↑ "Explore Our World". Subway. Retrieved October 17, 2019.
- ↑ Ken Kuhl (June 9, 2009). "Zagat's Fast Food Survey". Fast Food News. Retrieved October 18, 2018.