ვენდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვენდისი
ტიპი შვილობილი
დაფუძნდა 1969; 49 წლის წინ (1969), კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ
დამაარსებელი დეივ ტომასი
მდებარეობა დუბლინი, ოჰაიო, აშშ
მფლობელი The Wendy's Company
დარგი საზოგადოებრივი კვება
პროდუქცია
  • ჰამბურგერები
  • ქათმის სენდვიჩები
  • სალათები
  • გაყინული დესერტები
  • და სხვა
ფილიალი 6,500+ (2 იანვარი, 2016)
საიტი wendys.com

ვენდისი (ინგლ. Wendy's) — ამერიკული საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც დააარსა დეივ ტომასმა 1969 წლის 15 ნოემბერს კოლუმბუსში, ოჰაიოში.

2006 წლის 29 იანვარს კომპანიამ სათაო ოფისი დუბლინში, ოჰაიოში გადაიტანა. 2016 წლის მონაცემებით, ვენდისი, Burger King-სა და McDonald's-ის შემდეგ მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი ჰამბურგერის მწარმოებელი კომპანია იყო 6,500+ ფილიალით. მიუხედავად ახალი მფლობელისა, ვენდის შტაბი დარჩა დუბლინში. მანამდე, ვენდიმ უარყო კომპანია Triarc-ის შემოთავაზება ორჯერ.

2017 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ვენდისის სულ 6,537 ადგილმდებარეობა ჰქონდა, მათ შორის 330, რომელსაც კომპანია ფლობდა. 6,207 რესტორანი ფრანჩაიზირებულია და მათგან 77% მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მაანამდე სანამ ვენდისი დააწესებდა სტანდარტს ექსტერიერის შესახებ, მფლობელები აკონტროლებდნენ ინტერიერს, ფასს, ხელფასს და თანამშრომლების უნიფორმას.

ვენდისის მენიუ შედგება ძირითადად ჰამბურგერების, ქათმის სენდვიჩების, ფრანგული კარტოფილის და სასმელებისგან. მათ შორის აღსანიშნავია, ფროსტი, რომელიც რბილი-გაყინული რძის დესერტია. „Big Classic“ ფაზის შემდეგ კომპანიას არ ჰქონდა „ღირსესანიშნავი სენდვიჩი“, როგორიც ჰქონდათ ბურგერ კინგს ან მაკდონალდსს — თუმცა, „ღირსესანიშნავი სენდვიჩის“ ადგილი დაიკავა კვადრატულმა ბურგერმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენდისის რესტორანი დუბლინში, ოჰაიოში[1]

ვენდისი ცნობილია კვადრატული ჰამბურგერებით, ზღვის მარილიანი კარტოფილით და ფროსტით. იდეა ვენდისის „ძველმოდური“ ჰამბურგერისა ეკუთვნის დეივ ტომასს. ტომასმა რესტორანს სახელი დაარქვა თავისი მეოთხე შვილის მელინდა ლუ „ვენდი“ ტომასის საპატივცემულოდ.[2]

პირველი კანადური რესტორანი გაიხსნა ჰამილტონში, ონტარიო.[3] 1976 წლის დეკემბერში ვენდისმა გახსნა მეხუთასე რესტორანი, რომელიც მდებარეობდა ტორონტოში, ონტარიო. 1978 წლის მარტში ვენდისმა გახსნა მეათასე რესტორანი, რომელიც მდებარეობდა სპრინგფილდში, ტენესი.

ვენდისმა 1978 წელს შექმნა შემწვარი ქათმების კომპანია „Sisters Chicken“ და ის მიჰყიდა უდიდესს ფრენჩაიზერს 1987 წელს.[4] 1979 წელს პირველი ევროპული ვენდისი გაიხსნა მიუნხენში.[5] იმავე წელს, იქცა სწრაფი კვების სალათების ბარის პირველ დამნერგავად.[6] ვენდისმა აზიაში პირველი რესტორანი გახსნა იაპონიაში 1980 წელს, ხოლო ჰონგ-კონგში 1982 წელს და ფილიპინებში და სინგაპურში1983 წელს.[7][8][9][10] 1984 წელს ვენდისმა გახსნა პირველი რესტორანი სამხრეთ კორეაში.[11]

1988-1990 წლებში ვენდისი გლობალურად ფართოვდება მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში, საბერძნეთში, თურქეთში, გვატემალაში, ნეაპოლსა და იტალიაში.[12][13]

1989 წელს ვენდისმა გახსნა თავისი პირველი რესტორანი საბერძნეთში სინტაგმას მოედანზე, რომელიც იყო პირველი უცხო სასადილო ქვეყანაში. 12 რესტორნის სამ ქალაქში გახსნის შემდეგ, კომპანიამ მიატოვა საბერძნეთის ბაზარი 2002 წელს.[14] 1996 წელს ვენდისი გაფართოვდა არგენტინაში 18 ადგილობრივი რეტორნის გახსნით. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო ყველა დაიკეტა.[15] 1998 წელს ვენდისმა მიატოვა სამხრეთ კორეა თხუთმეტივე რესტორნის დაკეტვით და 2000 წელს წამოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, არგენტინიდან და ჰონგ-კონგიდან.[5][11][16]

ბაღის სალათები დაემატა 2002 წელს.[6] ვენდისმა ხელი მოაწერა ფრენჩაიზებულ შეთანხმებას სინგაპურში დაბრუნებასთან დაკავშირებით 2009 წელს.[10] ეს შეთანხმება გაგრძელდა 2015 წლის აპრილამდე.[17] 2011 წელს ვენდისი დაბრუნდა იაპონიასა და არგენტინაში, სადაც დააანონსა შეთანხმება ქვეყანაში 50 რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით.[18][19] ვენდისი ასევე შევიდა რუსულ ბაზარზე 180 რესტორნის 10 წელიწადში გახსნის გეგმით.[20]

2013 წელს ვენდისმა გახსნა პირველი რესტორანი საქართველოში და დადო ხელშეკრულება გაეხსნა 25 რესტორანი საქართველოსა და აზერბაიჯანში.[21] 2014 წელს ვენდისმა ყველა რესტორანი დაკეტა რუსეთში.[20] 2015 წლის მაისში ვენდისმა დაანონსა გაფართოების შესახებ ინდოეთში და გახსნა პირველი რესტორანი გურგაონში.[22]

ვენდისი აპირებს გაყიდოს 540 რესტორანი. გაჯანსაღება არის მეორე ნაბიჯი სამნაბიჯიან სამოქმედო გეგმაში რომ გააძლიეროს კომპანია. დანარჩენი სვლებია გახსნას ახალი და განაახლოს ძველი რესტორნები.

ვენდისის რესტორნები ქვეყნების და კონტინენტების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია

ჩრდილოეთ ამერიკა

ოკეანეთი

სამხრეთ ამერიკა

ყოფილი მდებარეობები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wendy's opens 'flagship' restaurant.
  2. Wendy's Founder, Dave Thomas, and the Kalamazoo Kewpee. WWMT. Freedom Broadcasting of Michigan, Inc. (8 სექტემბერი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 4 ივნისი, 2008.
  3. First Wendy's in Canada re-opens. CHCH.com (8 ივლისი, 2016). წაკითხვის თარიღი: 10 ივლისი, 2016.
  4. History of Wendy's International, Inc. – FundingUniverse. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2015.
  5. 5.0 5.1 Wendy's International, Inc. History. fundinguniverse.com. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2015.
  6. 6.0 6.1 Wendy's launches new salad line, tests breakfast“, News & Record, 9 ივლისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი, 2010. 
  7. Kachi, Hiroyuki. Wendy's Exits Japan Amid Stiff Competition. wsj.com. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2015.
  8. M. Hawes, Jon (2015). Proceedings of the 1989 Academy of Marketing Science (AMS) Annual Conference. Akron, OH, USA: Springer International Publishing, გვ. 164. ISBN 978-3-319-17055-8. 
  9. Wendy`s/Arby`s Group Announces Development Agreement with Wenphil Corporation. reuters.com. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2015.
  10. 10.0 10.1 (WEN) Wendy's/Arby's Group Opens Store in Singapore. stockbloghub.com. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2015.
  11. 11.0 11.1 SCHUMAN, MICHAEL; GIBSON, RICHARD (27 ნოემბერი, 1998). "Following Wendy's Exit, Koreans Munch on Winner's". Wall Street Journal (SEOUL, South Korea: reuters.com). http://www.wright.edu/~tdung/wendy_korea.htm. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2015.
  12. Wendy's timeline. The Columbus Dispatch. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2015.
  13. „Wendy's An Operations Management Analysis“. პრეს-რელიზი. 4 დეკმბერი, 2002. http://www.nku.edu/~fordmw/ProjectWendys.doc. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2015.
  14. Το καρέ των ταχυφαγάδικων Greek. tovima. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2015.
  15. Wendy's se fue de la Argentina. clarin.com. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2015.
  16. Wendy's UK pull-out nets £1.5m. the caterer. წაკითხვის თარიღი: September 22, 2015.
  17. Wendy's closure in April 2015. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2015.
  18. Nakamoto, Michiyo. Wendy’s re-enters Japanese market. FT.com. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2015.
  19. Wendy's/Arby's International Announces Argentina Development Agreement. Wendy's/Arby's Group, Inc.. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2015.
  20. 20.0 20.1 Wendy’s leaves Russian market over beef with local manager. rt.com. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2015.
  21. Wendy's makes moves in Eastern Europe. globalmeatnews.com. წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი, 2015.
  22. Wendys, Worlds Third Largest Burger Chain to Open Outlet in India - NDTV Food. food.ndtv.com. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2015.