ქეილაშ შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

ქეილაშ აჰმედ-ბეგი შარვაშიძე (ქელეშ-ბეი) — აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან 1808 წლამდე. მანუჩარ შარვაშიძის შვილი. ახალგაზრდობაში მძევლად იყო სტამბოლში, სადაც მაჰმადიანობა მიიღო. 70-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში დაბრუნდა. თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ბიძა — ზურაბ შარვაშიძე და ტახტს დაეუფლა. ოსმალებმა ქეილაშ შარვაშიძე სოხუმის ფაშადაც დანიშნეს და ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნეს. ენერგიულად იბრძოდა მთავრის ხელისუფლების გაძლიერებისათვის და ამ საქმეში წვრილ და საშუალო თავადაზნაურობას ეყრდნობოდა. მოახერხა ბევრი მსხვილი ფეოდალის დამორჩილება. იბრძოდა სამეგრელოს სამთავროს წინააღმდეგ. 1803 წელს სამეგრელოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზეილაშ შარვაშიძე შეეცადა ქვეყნის შეეყვანას რუსეთის მფარველობაში. 1806 წელს თავისთან შეიფარა სულთანის მოწინააღმდეგე, ტრაპიზონის ფაშა და ამით ოსმალეთთან აშკარა განხეთქილებაზე წავიდა. ოსმალებმა იარაღის ძალით რომ ვერ შეძლეს მისი დამორჩილება, შეთქმულება მოუწყვეს მისი უფროსი შვილის ასლანბეი შარვაშიძის მეთაურობით, რომელმაც მოკლა მამა და თვითონ გახდა აფხაზეთის მთავარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]