უფა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უფა
FC Ufa logo.svg
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი უფა
მეტსახელი Gorozhane (ქალაქელები)
დაარსდა 23 დეკემბერი 2010; 8 წლის წინ (2010-12-23)
სტადიონი ნეფტიანიკი,
უფა, ბაშკირეთი
(ტევადობა: 15,200 მაყურებელი)
პრეზიდენტი რუსეთის დროშა მარატ მაგადეევი
მწვრთნელი რუსეთის დროშა ევგენი პერევეტრაილო
ლიგა რუსეთის პრემიერლიგა
2018-2019 მე-14 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

უფა (რუს. ФК «Уфа», ბაშკ. Өфө, Öfö) — რუსული კლუბი, რომელიც ჩამოყალიბდა ამავე სახელწოდების ქალაქში. ასპარეზობს რუსეთის პრემიერლიგაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ზაფხულში ბაშკირეთის პრეზიდენტმა, რუსტემ ხამიტოვმა გადაწყვიტა უფაში ჩამოეყალიბებინა კლუბი, რომელიც იასპარეზებდა რუსეთის პრემიერლიგაში. ამავე წლის 23 დეკემბერს, „ბაშინფორმსვიაზ-დინამოს“ ბაზაზე, რომელიც რუსეთის დონით მესამე ლიგაში გამოდიოდა შეიქმნა ახალი კლუბი. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ინგლისის პრემიერლიგის 2-გზის გამარჯვებული, ანდრეი კანჩელსკისი. თავდაპირველად მწვრთნელმა განაცხადა, რომ თანაშემწე ანატოლი ბიშოვეცი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება შევალა.

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ოფიციალური მატჩი „უფამ“ ჩაატარა რუსეთის თასის მეორე ეტაპზე, „სიზრანის“ წინააღმდეგ. საბოლოოდ „უფა“ პენალტების სერიაში დამარცხდა. ლიგაში პირველი თამაში ჩაატარა შინ, 2011 წლის 24 აპრილს 3:1 დაამარცხა „ტიუმენი“, კონსტანტინ იონოვმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კლუბმა გააგრძელა წინსვლა, სეზონის ბოლოს „უფას“ და „ნეფტეხიმიკს“ დაუგროვდათ თანაბარი 86 ქულა, ვინაიდან რუსეთის დონით მესამე ლიგა იყოფა 5 ნაწილად და თითეულიდან მხოლოდ ერთი გადის, ურთიერთშეხვედრების უკეთესი სხვაობის ხარჯზე „ნეფტეხიმიკმა“ აჯობა „უფას“ და შეძლო აღზევება რუსეთის დონით მეორე ჩემპიონატში. თუმცა ჩემპიონატის დასავლეთ ნაწილის პირველადგილოსანმა, ბრიანსკის „დინამომ“ ვერ შეძლო ლიცენზიის მოპოვება, რის გამოც ერთი ადგილი გათავისუფლდა, „უფამ“ შანსი გამოიყენა და აღზევდა რუსეთის პირველ დივიზიონში.

აღზევება პრემიერლიგაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უფას“ პირველი სეზონი რუსეთის დონით მეორე ჩემპიონატში წარმატებული გამოდგა, დაიკავა მე-6 ადგილი, მხოლოდ 4 ქულა დააკლდა აღსაზევებელ პლეი-ოფში გასვლამდე.

მომდევნო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-4 ადგილი და აღსაზევებელ პლეი-ოფში შეხვდა პრემიერლიგის მე-13 ადგილოსან ტომსკის „ტომს“. პირველი მატჩი ჩატარდა 2014 წლის 18 მაისს, „უფამ“ უმასპინძლა „ტომს“ და დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა მეტოქე. 4 გოლი „უფას“ კაპიტანმა და თილისმამ, დიმიტრი გოლუბოვმა გაიტანა. შემდეგი მატჩი გაიმართა 4 დღეში და დამთავრდა „ტომის“ გამარჯვებით, 3:1. ეს ანგარიში ტომსკის კლუბს არ ეყო, „უფა“ კი დაარსებიდან 3 წელში უკვე პრემიერლიგაში აღზევდა.

სტატისტიკა ეროვნულ ჩემპიონატებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი დონე ადგ. გტ გშ თასი ბომბარდირი (ლიგაში) მწვრთნელი
2011–12 მე-3 2 39 25 11 3 54 19 86 2nd რუსეთის დროშა ვიტალი გალიში – 9 რუსეთის დროშა ანდრეი კანჩელსკისი (1 იანვარი, 2011 – 20 მაისი, 2012)
რუსეთის დროშა ანდრეი მალაი
რუსეთის დროშა იგორ კონიალოვი (20 მაისი , 2012–)
2012–13 მე-2 6 32 13 9 10 31 30 48 მე-4 ეტაპი რუსეთის დროშა მიხაილ მარკოსოვი – 9 რუსეთის დროშა იგორ კოლიანოვი
2013–14 4 36 17 10 9 46 35 61 მე-4 ეტაპი რუსეთის დროშა დიმიტრი გოლუბოვი – 14 რუსეთის დროშა იგორ კოლიანოვი
2014–15 1-ლი 12 30 7 10 13 26 39 31 1/16 ეტაპი ბრაზილიის დროშა მარსინიო – 6 რუსეთის დროშა იგორ კოლიანოვი
2015–16 - - - - - - - - - - რუსეთის დროშა ევგენი პევერტაილო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]