რობერტ ვილჰელმ ბუნზენი
რობერტ ვილჰელმ ბუნზენი | |
---|---|
გერმ. Robert Wilhelm Bunsen | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 31 მარტი, 1811[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | გეტინგენი[7] [8] [3] [4] [5] [6] |
გარდ. თარიღი | 16 აგვისტო, 1898[4] [9] [10] [11] [12] [3] [13] [5] [6] [14] (87 წლის) ან 1899[15] |
გარდ. ადგილი | ჰაიდელბერგი[7] [16] [3] [4] [5] [6] |
დასაფლავებულია | ბერგფრიდჰოფი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ქიმია |
მუშაობის ადგილი | ვროცლავის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ფრიც ჰაბერი, Jacques-Louis Soret, დმიტრი ლაჩინოვი, რუდოლფ ბენდიკტი, Ludwig Mond და Walther Hempel |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | |
მამა | Christian Bunsen[15] |
ჯილდოები | დევის მედალი[17] , კოპლის მედალი[18] , ალბერტის მედალი[19] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ჰელმჰოლცის მედალი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[20] |
ხელმოწერა |
![]() |
რობერტ ვილჰელმ ბუნზენი (გერმ. Robert Wilhelm Bunsen; დ. 31 მარტი, 1811 — გ. 16 აგვისტო, 1899, ჰაიდელბერგი) — გერმანელი ქიმიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპოდენტი (1862).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1841 წელს გამოიგონა ნახშირ-თუთიის გალვანური ელემენტი. 1852 წელს ამ ელემენტისაგან დამზადებული ბატარეის საშუალებით მიიღო ლითონური მაგნიუმი, ხოლო 1854-1855 წლებში შესაბამისი ქლორიდების ნადნობების ელექტროლიზით — ლითიუმი, კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი. 1854 წელს გერმანელ ფიზიკოს გ. რ. კირხჰოფთან ერთად ბუნზენმა დაიწყო სხვადასხვა მარილის ორთქლით შეფერილი ალის სპექტრის შესწავლა. 1859 წელს ამ კვლევის შედეგად საფუძველი ჩაეყარა სპექტრულ ანალიზს, რომელმაც ფართო გამოყენება პოვა ქიმიაში, ფიზიკასა და ასტრონომიაში. 1860 წელს სპექტრული ანალიზის მეშვეობით ბუნზენმა და კირხჰოფმა აღმოაჩინეს ცეზიუმი და 1861 წელს რუბიდიუმი. XIX საუკუნის 50-იანი წლების დამდეგს ბუნზენმა ინგლისელ ქიმიკოს ჰ. ე. როსკოსთან ერთად მუშაობდა ფოტოქიმიის საკითხებზე (ბუნზენ-როსკოს კანონი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 572.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.encyclopedia.com/topic/Robert_Wilhelm_Bunsen.aspx
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Бунзен, Роберт-Вильгельм // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IVа. — С. 931–932.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Heinrich Debus. Bunsen, Robert Wilhelm // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1903. — ტ. 47. — S. 369–376.
- ↑ 7.0 7.1 Бунзен Роберт Вильгельм // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://metro.co.uk/2011/03/31/robert-bunsen-turns-200-top-3-bunsen-burner-videos-647583/
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Marburger Professorenkatalog — 2016.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Base biographique
- ↑ 15.0 15.1 Biographisches Lexikon der Münzmeister und Wardeine, Stempelschneider und Medailleure
- ↑ http://www.degruyter.com/dg/viewarticle.fullcontentlink:pdfeventlink/$002fj$002fci.2010.32.issue-6$002fci.2010.32.6.10$002fci.2010.32.6.10.pdf?t:ac=j$002fci.2010.32.issue-6$002fci.2010.32.6.10$002fci.2010.32.6.10.xml
- ↑ Award winners : Davy Medal
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 55.