კასანდრას უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კასანდრას უღელტეხილი“

ფილმის პოსტერი
ჟანრი ფილმი-კატასტროფა
დამდგმელი რეჟისორი ჯორჯ კოსმატოსი
როლებში რიჩარდ ჰარისი
სოფი ლორენი
ბერტ ლანკასტერი
კომპოზიტორი ჯერი გოლდსმითი
გამოსვლის თარიღი 1976
ხანგრძლივობა 127 წთ.
ქვეყანა ბრიტანეთი, აშშ
ენა ინგლისური

კასანდრას უღელტეხილი (ინგლ. The Cassandra Crossing) — რეჟისორ ჯორჯ კოსმატოსის 1976 წლის სათავგადასავლო ფილმი-კატასტროფა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ტერორისტები შეაღწევენ. მცველებთან შეტაკებისას შემთხვევით გაუტყდებათ კონტეინერი, რომელშიც სასიკვდილო ვირუსია. ერთ-ერთი დამნაშავე გაქცევას და ჟენევა-სტოკჰოლმის ჩქაროსნულ მატარებელში ასვლას მოახერხებს. ის მატარებელში სასიკვდილო ინფექციას შეიტანს, რომელიც მალე მგზავრებს დააინფიცირებს.

მატარებელში იმყოფება ექიმი-ნეიროქირურგი ჩემბერლენი, რომელიც კონფერენციაზე მიემგზავრება. მისი დამსახურებით მგზავრები ვირუსთან ბრძოლას წარმატებით უმკლავდებიან, მაგრამ ამასობაში ახალი საშიშროება ჩნდება.

ამერიკის არმიის პოლკოვნიკი, რომელსაც სიტუაციის კონტროლი ევალება, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მატარებელი კარანტინისთვის მიტოვებული სადგურისკენ წაიყვანოს, რომლის ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკი იყო. მაგრამ სადგურისკენ მიმავალ გზაზე კასანდრას უღელტეხილია გასავლელი, სადაც ძველი, სანახევროდ ჩანგრეული ხიდია, რომლის გავლისას მატარებელი შესაძლებელია ღრმა ხეობაში ჩავარდეს და მგზავრები განწირულნი არიან დასაღუპად. პოლკოვნიკს ასეთი დასასრული აწყობს კიდეც. მაშინ აღარ გამომჟღავნდება, რომ მატარებლის მგზავრები ვირუსით დაინფიცირდნენ, რომელსაც ამერიკელები ჯანდაცვის ცენტრში ინახავდნენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]