წითელი უდაბნო (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წითელი უდაბნო“
დამდგმელი რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი
პროდიუსერი ანტონიო ჩერვი
სცენარის ავტორი მიქელანჯელო ანტონიონი, ტონინო გუერა
როლებში მონიკა ვიტი, რიჩარდ ჰარისი
მუსიკა ჯოვანი ფუსკო, ვიტორიო გელმეტი, კარლო სავინა
ოპერატორი კარლო დი პალმა
მონტაჟი ედუარდო და რომა
დისტრიბუტორი Rizzoli
გამოსვლის თარიღი 4 სექტემბერი 1964
ხანგრძლივობა 120 წუთი
ქვეყანა იტალია
ენა იტალიური
წინა დაბნელება

წითელი უდაბნო (იტალ. Il deserto rosso) — მიქელანჯელო ანტონიონის 1964 წლის ფილმი. ფილმში აღწერილია რავენაში არსებული ცივი, წვიმიანი და ნისლიანი, ქარხნისგან დაბინძურებული გარემო. მთავარი გმირია ჯილიანა, გათხოვილი ქალი, დიასახლისი, რომელიც ცდილობს პიროვნულ გადარჩენას თანამედროვე საზოგადოებაში არსებული კულტურული შოკების და ეგზისტენციური კრიზისის ფონზე.ფილმის სამუშაო სახელწოდება იყო „ლურჯი და მწვანე ცა“. „წითელი უდაბნო“ ანტონიონის ტეტრალოგიის ბოლო ფილმია და ამავდროულად არის რეჟისორის მიერ გადაღებული პირველი ფერადი ფილმი. ფილმმა მიიღო ოქროს ლომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]