ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები
„ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ენტონი ესკვიტი |
პროდიუსერი | ანატოლ დე გრიუნვალდი |
სცენარის ავტორი | ტერენს რატიგანი |
როლებში | რიჩარდ ბარტონი, ელიზაბეთ ტეილორი |
კომპოზიტორი | მიკლოშ როშა |
ოპერატორი | ჯეკ ჰილდიარდი |
მონტაჟი | ფრენკ კლარკი |
დისტრიბუტორი | Metro-Goldwyn-Mayer |
გამოსვლის თარიღი | 19 სექტემბერი, 1963 |
ხანგრძლივობა | 119 წუთი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $4 მლნ |
შემოსავალი | $15 მლნ |
ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები (ინგლ. The V.I.P.s) — 1963 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია ტერენს რატიგანის სცენარის მიხედვით. მარგარეტ რეზერფორდმა მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსის ანდროსი აპირებს დატოვებს ლონდონი და გაფრინდეს ნიუ-იორკში პლეიბოი მარკ შამპსელთან ერთად. ფრენა შეფერხდება და აეროპორტში ის შეხვდება მდიდარ ქმარს, რომელსაც ცდილობს დაშორდეს.ლეს მანგრუმი, ავსტრალიელი ბიზნესმენი მგზავრობს თავის ლოიალურ მდივანთან ერთად და ის უნდა იყოს ნიუ-იორკში შემდეგ დღეს, რათა დადოს შეთანხმება, რაც დაეხმარება შეინარჩუნოს საკუთარი სატრაქტოო კომპანია. მაქს ბუდამ, რომელიც მოგზაურობს ვარსკვლავ გლორია გრიტისთან ერთდ, სასწრაფოდ უნდა დატოვოს ინგლისი, რათა თავი აარიდოს ინგლისურ საშემოსავლო გადასახადს. გრაფინია ბრაიტონმა უნდა დაიწყოს მუშაობა ამერიკულ კურორტზე, რათა გადაიხადოს დაგროვილი გადასახადები. ნისლის გამო ფრენა ფერხდება და ყველას მომავალი ბურუსში ეხვევა. ისინი იძულებულნი ხდებიან, ღამე აეროპორტის სასტუმროში გაათიონ და კარგ ამინდს დაელოდონ.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიჩარდ ბარტონი - პოლ ანდროსი
- ელიზაბეთ ტეილორი - ფრანსის ანდროსი
- მარგარეტ რეზერფორდი - გრაფინია ბრაიტონი
- მეგი სმითი - მის მედი
- როდ ტეილორი - ლეს მანგრუმი
- ორსონ უელსი - მაქს ბუდა
- ლუი ჟურდანი - მარკ შამპსელი
- ელზა მარტინელი - გლორია გრიტი