რევაზ ბეშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევაზ ბეშიძე

რევაზ_ბეშიძე, ოფიციალური პორტრეტი
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი 1959
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
საიტი www.japan.mfa.gov.ge

რევაზ ბეშიძე (დ. 5 ნოემბერი, 1959, თბილისი) - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. მიიღო განათლება ქალაქ სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლაში 1966-1976 წწ. შემდგომი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სპეციალობით გეოგრაფია 1976-1982 წლებში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში 1986-1990 წლებში. აქვს დასრულებული ნატოს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსი (რომი, 1998-1999 წლებში). სწავლობდა აშშს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრში, უმაღლესი კურსზე, გერმანია (გარმიშ-პატერკინხენი, 2000 წელი). იყო ნატოს სტიპენდიანტი (ბრიუსელი, 2000-2002 წლებში). დაასრულა დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების სრული კურსი (ლონდონი, 2005 წელი).

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

01.12.1982-01.10.1983 იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "ატოლის" სოხუმის ფილიალი-ინჟინერი. 01.10.1983-01.05.1989 მუშაობდა როგორც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ლაბორანტი; მასწავლებელი. 01.05.1989-10.1096 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. დოცენტი, გეოგრაფიის კათედრის გამგე. 05.11.1996.- 22.11.1996 მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს მე-III მდივანად. 1922.11.96-01.04.1997 იყო სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 01.08.1997-26.03.1998 გახდა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი. 26.03.1998-01.11.1998 იყოსამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი. 01.11.1998- 17.05.2000 მუშაობდა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 17.05.2000-06.07.2004 იყო სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

დიპლომატიური რანგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999-2004 წლებში იყო სამხედრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1997-2009 წლებშისაქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების წევრი: ეუთო-ს, ნატო/ეაპს-ის, დსთ-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე. 1998-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს დელეგაციის წევრად უსაფრთხოების დიალოგში: აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, უკრაინასთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]