რაჯასტანის ციხესიმაგრეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაჯასტანის ციხესიმაგრეები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2013  (37-ე სესია)
ნომერი 247
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 247
რუს.ინგლ.ფრ.

რაჯასტანის ციხესიმაგრეები — ციხესიმაგრეების კომპლექსი რაჯასტანის შტატში (ინდოეთი), მოიცავს ექვს, დიდებულ ციხესიმაგრეს: ჩიტორგარჰის, ამბერის, კუმბალგარჰის, რანთამბორეს, გაგრონისა და ჯაისალმერის ციხესიმაგრეებს. სიმაგრეების ეკლექტიკური არქიტექტურა მეტყველებს რაჯპუტის სამეფოების (ყვაოდნენ VIII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე), სიძლიერეზე. თავდაცვითი კედლებით შემოსაზღვრულია დიდი საქალაქო და სავაჭრო ცენტრები, სასახლეები და სხვა შენობები, მათ შორის ტაძრები. სწორედ საფორტიფიკაციო ნაგებობათა მიღმა იქმნებოდა კულტურა - მუსიკა, ხელოვნება, მიმდინარეობდა სწავლა-განათლება.

ამ კედლებში მოქცეულმა ზოგიერთმა საქალაქო ცენტრმა დღემდე მოაღწია, ისევე როგორც ბევრმა ტაძარმა და სხვა საკრალურმა ნაგებობებმა. ადგილობრივები ციხესიმაგრეების დასაცავად ბუნებრივ საშუალებებსაც იყენებდნენ: ბორცვები, უდაბნოები, მდინარეები და ხშირი ტყეები კარგად იცავდა სიმაგრეებს.

რაჯასტანის ციხესიმაგრეების წყლის მომარაგების უძველესი სიტემები დღესაც მწყობრშია და გამოიყენება.[1].

ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიკა მატას ტაძარი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე.

ჩიტორგარჰის ციხესიმაგრე რაჯასტანის ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა. მას VII საუკუნიდან XVI საუკუნემდე რაჯპუტის დინასტია მართავდა. გადაჭიმულია 180 მეტრი სიმაღლისა და 280 ჰექტარი ფართობის ბორცვზე. ციხესიმაგრეში გაედინება მდინარე ბერაჩი.[2][3][4]

ამერის ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბერის ციხესიმაგრე ღამით

ამერის ციხესიმაგრე მდებარეობს ამერში[5]), ჯაიპურიდან (რაჯასტანი) 11 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი არის ჯაიპურის ტურისტული ცენტრი.[6][7] ამერის ციხესიმაგრე რაჯა მან სინგჰ I-მა ააგო. ეს სიმაგრე ცნობილია თავისი მხატვრული სტილით. მასში შერწყმულია ინდუსური და რაჯპუტური ელემენტები. თავისი უზარმაზარი ბურჯებით, ალაყაფებით და მოკირწყლული ბილიკებით ციხესიმაგრე მაოტის ტბას გადაჰყურებს.[8][7][9][10][11]

კუმბჰალგარჰის ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმბჰალგარჰის ციხესიმაგრის კედლები
კუმბჰალგარჰის ციხესიმაგრის საჰაერო ხედი

კუმბჰალგარჰი არის მევარის ციხესიმაგრე რაჯასტანის რაჯამანდის მუნიციპალიტეტში. აშენდა რანა კუმბჰას მიერ XV საუკუნეში და გაფართოვდა XIV საუკუნეში. იგი გახდა ისეთი მიუწვდომელი სიმაგრე, რომ მხოლოდ ერთხელ დაეცა, ისიც წყლის დეფიციტის გამო. ციხესიმაგრე ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს, ხოლო შემომზღუდავი კედლის სიგრძე 36 კილომეტრია.[12] ფრონტალური კედელი 15 ფუტი სისქისაა. აქ 360-ზე მეტი ტაძარია. რაჯასტანის ციხესიმაგრეებიდან კუმბჰალგარჰის ციხესიმაგრე ფართობით ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მოიცავს 268 ჰექტარს[12].

რანთამბორეს ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანთამბორეს ციხესიმაგრე

სიმაგრე ჩაუჰან რაჯპუტის მეფე საპალდაკშამ 944 წელს დააარსა. რანთამბორეს ციხესიმაგრემ, როგორც ამბობენ, სახელწოდება მიიღო ორი, მომიჯნავე გორაკის სახელწოდებების - რანისა და თამბორეს შეერთებით.[13][14][15]

რანთამბორეს ციხესიმაგრე

სიმაგრე მოიცავს 102 ჰექტარ ფართობს, დამცავი კედლის სიგრძე 5,4 კილომეტრია. ადვილად მისადგომი ციხის ჩრდილოეთის მხარეა. შესასვლელი ციცაბო აღმართს მიუყვება. სასახლეს ოთხი კარიბჭე იცავს: ნაულახა პოლი, ჰათი პოლი, განეშ პოლი და ანდჰერი პოლი. ზიგზაგისებრი გზის ბოლო ჭიშკარს სასახლის ეზოში შევყავართ, რომლის მიღმაც ტაძრები და სხვა ნაგებობებია.

გაგრონის ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგრონის ციხესიმაგრე მდებარეობს ჯჰალავარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, მდინარეების ალუსა და კალი-სინდჰის შესართავთან და თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. მოიცავს ვინდჰიანის ციცაბო პლატოს მთელ მონაკვეთს, დაახლოებით 23 ჰექტარს. სიმაგრეს სამი მხრიდან მდინარე შემოზღუდავს.

ჯაისალმერის ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაისალმერის ციხესიმაგრე

ჯაისალმერის ციხესიმაგრე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე მსოფლიოში. მდებარეობს რაჯასტანის შტატის ქალაქ ჯაისალმერში. აშენდა 1156 ბჰატი რაჯპუტის მმართველის რაო ჯაისალის მიერ, სწორედ მისგან მოდის აქაურობის სახელიც. დიდ თარის უდაბნოში, ტრიკუტის ბორცვზე ამაყად დგას ოქროსფერი სიმაგრე, რომელსაც უამრავი ბრძოლა გადაუტანია. მისი მასიური ყვითელი ქვიშაქვის კედლები დღის განმავლობაში მოწითალო-ყავისფერია, მზის ჩასვლისას და შემდეგ სიმაგრე ოქროსფერ შეფერილობას იღებს. ამის გამო, იგი ასევე ცნობილია როგორც „ოქროს ციხე“. სიმაგრეს „სონარ-ქვილასაც“ უწოდებენ, რადგან ციხე ქალაქის გულში მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ძეგლი რაიონში[16].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hill Forts of Rajastan and Wooden Churches of the Carpathian region inscribed on World Heritage List
  2. Joe Bindloss; James Bainbridge, Lindsay Brown, Mark Elliott & Stuart Butler (2007). India. Lonely Planet, გვ. 124–126. ISBN 978-1-74104-308-2. წაკითხვის თარიღი: 2009-06-24. 
  3. Indian States and Union Territories. Places of Interest in Rajasthan: Chtiiorgarh. წაკითხვის თარიღი: 2009-06-24.
  4. Chittorgarh Fort. წაკითხვის თარიღი: 2009-06-24.
  5. Outlook Publishing (1 December 2008). Outlook. Outlook Publishing, გვ. 39–. წაკითხვის თარიღი: 18 April 2011. 
  6. Mancini, Marc (1 February 2009). Selling Destinations: Geography for the Travel Professional. Cengage Learning, გვ. 539. ISBN 978-1-4283-2142-7. წაკითხვის თარიღი: 19 April 2011. 
  7. 7.0 7.1 Abram, David (15 December 2003). Rough guide to India. Rough Guides, გვ. 161. ISBN 978-1-84353-089-3. წაკითხვის თარიღი: 19 April 2011. 
  8. Amer Palace. Rajasthan Tourism: Government of India. წაკითხვის თარიღი: 31 March 2011.
  9. (1 March 2010) Frommer's India. Frommer's, გვ. 521–522. ISBN 978-0-470-55610-8. წაკითხვის თარიღი: 18 April 2011. 
  10. Amer Fort. Government of India. წაკითხვის თარიღი: 31 December 2011.
  11. Amer Fort. iloveindia.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-23.
  12. 12.0 12.1 http://www.rajasthaninfo.org/kumbhalgarh.htm
  13. Dr Mahendra Singh Arya, Dharmpal Singh Dudee, Kishan Singh Faujdar & Vijendra Singh Narwar: Ādhunik Jat Itihasa (The modern history of Jats), Agra 1998, p. 260
  14. IA, Vol. XLII, pp. 57-64
  15. Yasovarman of Kanau,p.123. Books.google.co.in. წაკითხვის თარიღი: 2012-09-25. 
  16. Sharma, Abha. “Desert's sinking fort“, September 23, 2012.