შინაარსზე გადასვლა

მაჰაბოდჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰაბოდჰის ტაძრის კომპლექსი ბოდჰ-გაიაში
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები (i)(ii)(iii)(iv)(vi)
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2002  (26-ე სესია)
ნომერი 1056
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1056
ინგლ.რუს.ფრ.

მაჰაბოდჰი (महाबोधि मंदिर) — ბუდისტური ტაძარი ბოდჰ-გაიაში, იქ, სადაც სიდჰართა გაუტამამ მიაღწია გაბრწყინებას და გახდა ბუდა. ბოდჰ-გაია მდებარეობს ინდოეთის ბიჰარის შტატის დედაქალაქ პანტიდან 96 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი ასევე მოიცავს ბოდჰის წმინდა ხეებს, რომლების ქვეშაც გაბრწყინდა ბუდა.

ბუდას სიკვდილიდან 250 წლის შემდეგ, ბოდჰ-გაისა სწვევია მეფე აშოკა, რომელმაც აქ მაჰაბოდჰის მონასტერი დააფუძნა, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის I საუკუნეში, ქუშანის იმპერიის დროს აიგო. ინდოეთში ბუდიზმის დაკნინების პერიოდში, ტაძარი მივიწყებულ იქნა და მტვრისა და ნაგვის სქელი ფენით დაიფარა.

XIX საუკუნეში, ბრიტანეთის კოლონიური რეჟიმისას, ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარა ბრიტანეთის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ, რის შედეგადაც, მან პირვანდელი ფორმა დაიბრუნა.

2002 წელს, იუნესკომ კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: