შინაარსზე გადასვლა

ჩჰატრაპატი შივაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩჰატრაპატი შივაჯის სადგური*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 18°56′24″ ჩ. გ. 72°50′09″ ა. გ. / 18.94000° ჩ. გ. 72.83583° ა. გ. / 18.94000; 72.83583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 945
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 945
ინგლ.რუს.ფრ.

ჩჰატრაპატი შივაჯი (მარათ. छत्रपती शिवाजी टर्मिनस) ან ვიქტორიას სადგური[1] — ისტორიული სარკინიგზო სადგური ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ცენტრალური რკინიგზის მთავარ შტაბს. იგი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სადგურია.

სადგურის გეგმა 1887-1888 წლებში არქიტექტორმა ფრედერიკ უილიამ სტივენსმა შეადგინა. ამ სამუშაოში გასამრჯელოს სახით მან 35,830.8 აშშ დოლარი მიიღო.[2] საბოლოო გეგმა გარკვეულწილად დაემსგავსა ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურს.

სადგურის მშენებლობამ ათ წელს გასტანა[3] და დასრულებისას, მას ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად „ვიქტორიას სადგური" ეწოდა. 1996 წელს, ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა სადგურს სახელი შეუცვალა და ჩჰატრაპატი შივაჯი უწოდა.

2008 წლის 26 ნოემბერს, ორმა ტერორისტმა სადგურის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2004 წელს, იუნესკომ სადგური მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aruṇa Ṭikekara, Aroon Tikekar (2006). The cloister's pale: a biography of the University of Mumbai. Popular Prakashan, გვ. 357. ISBN 8179912930. Page 64
  2. Chhatrapati Shivaji Station. World Heritage Site. www.worldheritagesite.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 2008-12-03.
  3. Advisory Body Evaluation: Chatrapati Shivaji Terminus (India) (pdf). UNESCO - World heritage - documents associated with listing. UNESCO (2004). ციტირების თარიღი: 2008-12-03.