შინაარსზე გადასვლა

მანასის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მანასი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანასი (მრავალმნიშვნელოვანი).
მანასის ეროვნული პარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

პარკის მთავარი შესასვლელი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 338
საფრთხის ქვეშ 1992-2011
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 338
ინგლ.რუს.ფრ.

მანასის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ჰიმალაის მთისწინეთში, ინდოეთის ასამის შტატში, ბჰუტანის საზღვართან. მისი ფართობია 950 კმ². ბჰუტანის მხარეს ესაზღვრება როიალ-მანასის ეროვნული პარკი.

პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მაიმუნის უიშვიათესი სახეობა ლანგური და ვეფხვების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქ არსებული ვეთლენდები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გაუჩინარების პირას მყოფი ისეთი სახეობებისთვის, როგორებიცაა ეკლიანი კურდღელი და ჯუჯა ღორი. პარკში ასევე ბინადრობენ: ინდური მარტორქა, გარეული ხარი, სპილო, გაური (ინდური ბიზონი), ზოლებიანი ლეოპარდი, ბარასინგა. ტემპერატურის წლიური მაჩვენებელი მერყეობს 15 °C - 37 °C -ს შორის.

1985 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მაგრამ 1992 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. 2011 წელს დაუბრუნდა სიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]